ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2024 წლის ანგარიში მოისმინა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2024 წლის ანგარიში მოისმინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, სამსახურის მანდატი ეტაპობრივად იზრდებოდა და ფართოვდებოდა.
„2018-2019 წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის თვალსაზრისით, ხოლო 2021 წელს უკვე შრომის კოდექსის და საჯარო სამსახურის კანონით ზედამხედველობის მანდატი დაგვემატა. ფაქტობრივად, ამ რეფორმებით, სრულად ვახორციელებთ ზედამხედველობას შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებზე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისი ინფორმაციით, შრომითი მიგრაცია არის კიდევ ერთი ახალი მიმართულება, რომელიც სამსახურს, სრული მანდატით 2026 წლიდან დაემატება.
მომხსენებლის განმარტებით, შემოწმებული ობიექტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 68%-ით არის გაზრდილი და ჯამში შემოწმებულია 5000-ზე მეტი ობიექტი. მისივე ინფორმაციით, სამსახურის მიერ გათვალისწინებული მანდატი შეეხო 84 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს.
როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, გასულ წელს შემოწმებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი რისკის შემცველ ობიექტებს. მისი თქმით, გამოვლენილი დარღვევები უკავშირდება სწავლების და ინსტრუქტაჟის ჩატარებას, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალების არქონას და ასე შემდეგ.
მან სამუშაო ადგილზე დაფიქსირებულ ინციდენტებსა და ფატალურ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილებზე ფატალური, უბედური შემთხვევები 44%-ით არის შემცირებული.
ბექა ფერაძის ინფორმაციით, შრომის უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებით, საანგარიშო წლის განმავლობაში 2200-ზე მეტი აქტივობა განხორციელდა და 29 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს შეეხო განხორციელებული ინსპექტირება.
მან ასევე ისაუბრა არასრულწლოვანთა მიმართ შრომითი უფლებების დარღვევაზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ცხრა ობიექტზე 30 პირის მიმართ გამოვლინდა დარღვევა.
მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 72 კომპანიის მიმართ იქნა დადგენილი დისკრიმინაცია.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ შრომის ინსპექციის სამსახურს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შედეგები მომავალი ანგარიშის წარდგენისას კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
1788675918
მსოფლიოუიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან 3 საათს გაგრძელდა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმ...
1788674447
საზოგადოებაროგორი ამინდი იქნება 6 სექტემბერს საქართველოში
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +18°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუ...
1788641260
მსოფლიოირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ფლოტი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. მათივე თქმით, თეირანმა შესაძლოა, გ...
1788640783
მსოფლიოევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ
„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია...
1788637346
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის
„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...




























