შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: მნიშვნელოვანია, რომ გამტარუნარიანობა „შუა დერეფნის“ გაიზარდოს ამიტომ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, ასევე, საუბარი გვქონდა ანაკლიის პორტზე
„გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა პირველი ვიზიტით ყირგიზეთში, მომავალ წელს კი საქართველოს ხელისუფლება ელის ყირგიზეთის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტს საქართველოში.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „შუა დერეფნის“ და ანაკლიის პორტის საკითხებს.
„დაგეგმილია ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის გზის მშენებლობა, რომელიც იქნება შემადგენელი ნაწილი „შუა დერეფნის“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამტარუნარიანობა „შუა დერეფნის“გაიზარდოს, ინტერესი „შუა დერეფნის“ მიმართ და ტვირთბრუნვა გაიზარდოს. ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი.
გვქონდა საუბარი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელიც „ლენდლორდის“ პრინციპით შენდება, როდესაც სახელმწიფო აშენებს თავად პორტს, ხოლო შემდეგ სხვა სუბიექტებს ექნებათ შესაძლებლობა იჯარით აიღონ შესაბამისი ტერიტორია პორტში. ამ მხრივ დარწმუნებული ვარ, რომ ყირგიზეთს ექნება ინტერესი. გვქონდა საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის სასარგებლო, ერთმანეთის მხარდამჭერ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ცოტა ხნის წინ ყირგიზეთი უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად იქნა არჩეული და ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდა ამ არჩევნებში და ასევე სხვა ორგანიზაციებშიც ვაპირებთ ამ სულისკვეთებით თანამშრომლობას.
რა თქმა უნდა, საპარლამენტო თანამშრომლობაზეც გვქონდა საუბარი. მე მას შევხვდი ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გვქონდა საუბარი იმაზე თუ როგორ წარმოგვიდგენია საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის რეგიონული მიმართულებით. არის ინტერესი ჩვენი მხრიდან, რომ მათ შორის იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა - პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან ჩართული და გვექნება ამ ფორმატში ურთიერთსასარგებლო საკითხების განხილვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1793784968
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ი...
1793784056
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა მზარდია, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან პროექტს, ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, კულტურულ, სოციალურ კავშირებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა მზარდია. „შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწ...
1793783852
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორი...
1793782003
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: თუ ევროკავშირი არ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი და არ გვექნება გადაკვეთის წერტილები, მაშინ ჩვენ ასეთ კავშირში არაფერი გვესაქმება, იმიტომ რომ მას ვერ გავაკეთილშობილებთ, მაგრამ საკუთარ თავს დავკარგავთ
„ჩვენ გვაქვს იმის მოთმინების უნარი, დავაკვირდეთ საით მიექანება ბრიუსელი და ევროკავშირი,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და გაფართოების შესახებ ევროკავშ...
1793780477
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში - მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართვე...































