ნინო წილოსანი რძის პროდუქტების კომპანიის წარმომადგენელს: საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან, თხოვნა მაქვს, რომ პროდუქცია გაიაფდეს ისე, რომ გაცილებით მეტის მოხმარება შეძლონ საოჯახო მეურნეობებმა
„მინდა იცოდეთ, რომ თქვენი პროდუქციის საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან“,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა რძის პროდუქტების კომპანიის წარმომადგენელს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
„რძის პროდუქტები არის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროდუქცია ჩვენი შვილებისთვის და საოჯახო მეურნეობები ალბათ ყველაზე მეტს ამ კუთხით ხარჯავენ. წუხილი და შეშფოთება არის რძის პროდუქტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით.
მესმის, რომ ეს თქვენი კეთილი ნებაა, ისაუბრებთ თუ არა რაიმე „ქეშბექების“ პროცენტებზე თუ იმ გადასახადებზე, რომელიც აძვირებს თქვენს პროდუქციას, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ თქვენი პროდუქციის საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან.
ამიტომ, თხოვნა მაქვს, რომ თქვენი თანამშრომლობა ამ კომისიასთან საბოლოო მიზანს ემსახურებოდეს, რომ ეს პროდუქცია შეძლებისდაგვარად გაიაფდეს ისე, რომ გაცილებით მეტის მოხმარება შეძლონ საოჯახო მეურნეობებმა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
1770811455
ახალი ამბებინინო წილოსანი: ხელფასები დაახლოებით 20-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა და იდენტურად გაიზარდა პროდუქტების ფასები - ეს ნიშნავს, რომ მათ კეთილდღეობას არაფრით დასტყობია ის, რისკენაც მთელი სახელმწიფო პოლიტიკაა მიმართული, რომ შემოსავლები გაეზარდოთ
„სანამ ამ კომისიის მუშაობა საჯაროდ დაიწყებოდა, ჩვენ ბევრი რამ შევისწავლეთ, მათ შორის, ინდივიდუალური გასაუბრებებიც გვქონდა და ფოკუს-ჯგუფებიც. ადამიანებს უწევთ, რომ საკუთარ უბანში, იქიდან გამომდინარე, ს...
1770810710
ახალი ამბებიკომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორი - მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს
„ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე...
1770809467
ახალი ამბებიშს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს, მან აღნიშნულ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დი...
1770808867
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: სამწუხაროა, რომ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ორგანიზებას უწევენ უცხო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გადაზრდას სისხლიან გადატრიალებაში
სამწუხაროა, რომ ორგანიზებას უწევენ უცხო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გადაზრდას სისხლიან გადატრიალებაში, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შვედე...
1770807825
ახალი ამბებიგეკა გელაძე ნარკოდანაშაულთან ბრძოლაზე: ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი საპოლიციო დანაყოფები საკმაოდ დიდ რესურსს დებენ და ბევრ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ
„ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი საპოლიციო დანაყოფები საკმაოდ დიდ რესურსს დებენ და ბევრ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ნარკოდან...































