პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 23,72832 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“, საიდანაც ნაწილი რეალიზაციის მიზნით ერთ-ერთ ლოკაციაზე განათავსეს.

ასევე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა სხვადასხვა დროს უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“.

სამართალდამცველებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჯგუფურად) და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჯგუფურად), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდათ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770812419

მსოფლიო

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულ პირს მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად ჰყავს აყვანილი

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში 18 წლის შეიარაღებულ პირმა ცეცხლი გახსნა. როგორც მედია წერს, შეიარაღებულ პირს მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად ჰყავს აყვანილი. ამ ეტაპზე, მძევლად მყოფთა ზუსტი ოდენობა უცნო...

პოლცია

1770811994

ახალი ამბები

ნინო წილოსანი რძის პროდუქტების კომპანიის წარმომადგენელს: საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან, თხოვნა მაქვს, რომ პროდუქცია გაიაფდეს ისე, რომ გაცილებით მეტის მოხმარება შეძლონ საოჯახო მეურნეობებმა

„მინდა იცოდეთ, რომ თქვენი პროდუქციის საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან“,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა რძის პროდუქტების კომპანიი...

ნინო წილოსანი

1770811455

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ხელფასები დაახლოებით 20-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა და იდენტურად გაიზარდა პროდუქტების ფასები - ეს ნიშნავს, რომ მათ კეთილდღეობას არაფრით დასტყობია ის, რისკენაც მთელი სახელმწიფო პოლიტიკაა მიმართული, რომ შემოსავლები გაეზარდოთ

„სანამ ამ კომისიის მუშაობა საჯაროდ დაიწყებოდა, ჩვენ ბევრი რამ შევისწავლეთ, მათ შორის, ინდივიდუალური გასაუბრებებიც გვქონდა და ფოკუს-ჯგუფებიც. ადამიანებს უწევთ, რომ საკუთარ უბანში, იქიდან გამომდინარე, ს...

ნინო წილოსანი

1770810710

ახალი ამბები

კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორი - მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს

„ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე...

კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორი

1770809467

ახალი ამბები

შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს, მან აღნიშნულ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დი...

გიორგი ალადაშვილი