კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორი - მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს

„ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს“, - ამის შესახებ კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორმა ნათია გურგულიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გურგულიამ განმარტა, მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა სოფლის განვითარების სააგენტოსთან, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს.

„ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს. იმპორტს ჩვენ თვითონ ვახორციელებთ - მომწოდებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით. იმპორტის წილი მთლიანობაში დაახლოებით 70%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საკუთარი მიწები, სადაც ვამუშავებთ და ვაწარმოებთ საქონლისთვის საჭირო საკვებს, ეს რაოდენობა საკმარისი არ არის და ძირითადად სილოსის წარმოებისთვის გამოიყენება. რაც შეეხება მარცვლეულს — ის 100%-ით იმპორტით შემოგვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სახელმწიფო მხარდაჭერა და აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან, ჩვენს შემოსავალთა დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე მოდის. ანუ, თვითღირებულების 16% სწორედ ფინანსურ ვალდებულებებს უკავშირდება“, - განაცხადა გურგულიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770809467

ახალი ამბები

შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს, მან აღნიშნულ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დი...

გიორგი ალადაშვილი

1770808867

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: სამწუხაროა, რომ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ორგანიზებას უწევენ უცხო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გადაზრდას სისხლიან გადატრიალებაში

სამწუხაროა, რომ ორგანიზებას უწევენ უცხო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გადაზრდას სისხლიან გადატრიალებაში, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შვედე...

თენგიზ შარმანაშვილი

1770807825

ახალი ამბები

გეკა გელაძე ნარკოდანაშაულთან ბრძოლაზე: ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი საპოლიციო დანაყოფები საკმაოდ დიდ რესურსს დებენ და ბევრ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ

„ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი საპოლიციო დანაყოფები საკმაოდ დიდ რესურსს დებენ და ბევრ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ნარკოდან...

გეკა გელაძე

1770807128

ახალი ამბები

მახაშვილი კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას განცხადებაზე: ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ცივი გეოპოლიტიკური სიო, რომელიც ამერიკიდან უბერავს ევროკავშირს გაგრძელდება

ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ცივი გეოპოლიტიკური სიო, რომელიც ამერიკიდან უბერავს ევროკავშირს გაგრძელდება, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, კონგრეს...

ლევან მახაშვილი

1770805583

ახალი ამბები

შოთა ბერეკაშვილი: ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია, ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს ინფლაციურ წნეხს, რაც საბოლოო ჯამში, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, ოთხი პრობლემის შესახ...

შოთა ბერეკაშვილი: