გივი მიქანაძემ გამორჩეულ ქართველ მეცნიერს ელენე აბაშიძეს პროფესიული დღე მიულოცა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად, ცნობილ ქართველ მეცნიერს ელენე აბაშიძეს ესტუმრა და მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრმა გეოლოგიისა და მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა.
გივი მიქანაძის თქმით, ფასდაუდებელია ელენე აბაშიძის მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. გამოჩენილმა მეცნიერმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა როგორც ქართული გეომეცნიერებების განვითარებაში, ასევე არაერთი თაობის აღზრდის საქმეში.
ელენე აბაშიძე არის გეოგრაფი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი და ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევები აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ელენე აბაშიძის სადოქტორო ნაშრომი შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ, ხოლო თავად ავტორი დაჯილდოებულია მეცნიერ ქალთა ნამუშევრებს შორის მინიჭებული „წლის ქალის“ საპატიო წოდებითა და შესაბამისი სიგელით.
1770816807
საქართველოMoby საქართველოში კონცერტს გამართავს
ელექტრონული მუსიკის ლეგენდა Moby საქართველოში კონცერტს გამართავს. რიჩარდ მელვილ ჰოლი მსმენელის წინაშე 30 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წარდგება. ბილეთების გაყიდვა კი 17 თებერვალს დაიწყება.
1770815166
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6838 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1770813378
მსოფლიო18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად აიყვანა დაკავებულია
18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად აიყვანა დაკავებულია. განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა „როიტერსს“. როგორც მედია პოლიციის წარმომადგენელზე და...
1770813231
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წ...
1770812419
მსოფლიოტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულ პირს მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად ჰყავს აყვანილი
ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში 18 წლის შეიარაღებულ პირმა ცეცხლი გახსნა. როგორც მედია წერს, შეიარაღებულ პირს მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად ჰყავს აყვანილი. ამ ეტაპზე, მძევლად მყოფთა ზუსტი ოდენობა უცნო...




























