საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიროჯიდინ მუხრიდინმა კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადობის, რისკების შეფასების, ადაპტაციისა და შერბილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„გარემოს დაცვის სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ საფრთხეებზე ერთობლივი მუშაობა. საუბარია კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რათა კლიმატური ცვლილებების შედეგები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და შესაბამისი რეაგირების მექანიზმები წინასწარ დაიგეგმოს. ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, რაც ორივე ქვეყანას დაეხმარება გარემოსდაცვითი გამოწვევების უფრო ეფექტიანად მართვაში”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მემორანდუმის მიზანია გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრისკენ ძალისხმევის გაძლიერება და კოორდინაცია, კლიმატის ცვლილების მიმართ რეგიონული მოწყვლადობის და რისკების შეფასების მექანიზმების მხარდაჭერა, ენერგო ეფექტური პროექტების ხელშეწყობა, დაბალემისიიანი განვითარებისკენ ეკონომიკური და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის სტიმულირება.მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასების, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელებისა და მონიტორინგის, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში შესაძლებლობების გაძლიერების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და დაბალნახშირბადიანი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.დოკუმენტი ასევე მოიცავს ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისების, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების, გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, კატასტროფების რისკის შემცირების, ჰიდრომეტეოროლოგიისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების სფეროებში თანამშრომლობას.მხარეებმა აღნიშნეს, რომ მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.
1781878300
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თან...
1781878263
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ა...
1781877842
საზოგადოებადავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესზე: ეს არის არათუ დასასრულის დასაწყისი „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ დასასრულის დასასრული
ეს არის არათუ დასასრულის დასაწყისი „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ დასასრულის დასასრული, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“....
1781877195
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდდინ მუჰრიდდინს შეხვდა. მინისტრებმა...
1781876962
ახალი ამბებინოდარ ბოკერია: ვიდრე „ქართული ოცნების“ გუნდი უმაგრებს ზურგს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს თავისი ინტერესებისთვის ვერავინ გამოიყენებს
თბილისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ნოდარ ბოკერია ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ი...



























