პრემიერი ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას
დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენს თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით და ხაზი გავუსვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხით ჩვენი თანამშრომლობის ორმხრივი გაღრმავება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით,ამ კუთხით არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხითაც არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, რასაც ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.
„განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ ჩვენი შეთანხმებით შეიქმნა მთავრობათაშორისი კომისია ეკონომიკური საკითხების გარშემო და სწორედ ამ კომისიის ფარგლებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანამშრომლობის გაღრმავება ყველა მიმართულებით. ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის.
ასევე, ჩვენ განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას და აღვნიშნეთ ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის საჭიროება.
ჩვენ ასევე შევეხეთ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. ამ მიმართულებითაც გვაქვს ინტერესი, გავაღრმაოთ თანამშრომლობა.
მნიშვნელოვანია ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, მუდმივი მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება. ბატონი პრეზიდენტი მოვიწვიე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით. ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ პრეზიდენტი შეძლებს საქართველოში ჩამობრძანებას. დიდი ინტერესით ველოდებით მის ვიზიტს საქართველოში.
მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი დიდი მწერლის, შოთა რუსთაველისთვის პატივის მიგებისთვის, რომლის სახელობის ქუჩაც გაიხსნა დუშანბეში და რომლის ბიუსტიც დაიდგა თქვენს ქალაქში. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი პატივისთვის, რაც ძალიან დასაფასებელია თითოეული ჩვენგანისგან.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების, ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ, მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.
დასასრულს, ჩემი და მთლიანად დელეგაციის სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისა და მიღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ ყველა დასახული მიზნის განხორციელებასა და ქვეყნის შემდგომ განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1781877842
საზოგადოებადავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესზე: ეს არის არათუ დასასრულის დასაწყისი „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ დასასრულის დასასრული
ეს არის არათუ დასასრულის დასაწყისი „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ დასასრულის დასასრული, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“....
1781877195
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდდინ მუჰრიდდინს შეხვდა. მინისტრებმა...
1781876962
ახალი ამბებინოდარ ბოკერია: ვიდრე „ქართული ოცნების“ გუნდი უმაგრებს ზურგს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს თავისი ინტერესებისთვის ვერავინ გამოიყენებს
თბილისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ნოდარ ბოკერია ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ი...
1781876147
საზოგადოებაპრემიერი: ტაჯიკეთში უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან მეგობრობით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად
მინდა, მადლობა გადავუხადო ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთ...
1781875102
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...



























