ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე: დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად
ორივე ქვეყნის ინტერესში შედის, რომ გაგრძელდეს ორი ქვეყნის დადებითი გამოცდილება საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიც არის მაგალითად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სპეციალიზებული სააგენტოები, - ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ემომალი რაჰმონის თქმით, ტაჯიკეთი კმაყოფილებას გამოხატავს საქართველოსთან თანამშრომლობაზე მიმდინარე საერთაშორისო საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გლობალური დღის წესრიგის წინ წაწევას ისეთ სფეროებში, როგორიც არის წყალი და კლიმატი.
„ჩვენ ხაზი გავუსვით, თუ რამდენად საჭიროა, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა შემსუბუქდეს გარემოზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეფექტი.
უსაფრთხოების სექტორში განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა წინააღმდეგობა არსებულ საფრთხეებზე და დასკვნის სახით, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ შეთანხმებები, რომლებიც მიღწეული იქნა დღევანდელ შეხვედრებზე, ნამდვილად უზრუნველყოფს პერსპექტივას, რომ განვითარდეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის.
ტაჯიკეთი ძალიან აფასებს ამ მოლაპარაკებების შედეგებს, რომლებიც გაიმართა კონსტრუქციული და ორმხრივი გაგების გარემოში. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ნამდვილად მისასალმებელია ყველა სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად ჩვენ ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა.
1781877842
საზოგადოებადავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესზე: ეს არის არათუ დასასრულის დასაწყისი „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ დასასრულის დასასრული
ეს არის არათუ დასასრულის დასაწყისი „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ დასასრულის დასასრული, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“....
1781877195
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდდინ მუჰრიდდინს შეხვდა. მინისტრებმა...
1781876962
ახალი ამბებინოდარ ბოკერია: ვიდრე „ქართული ოცნების“ გუნდი უმაგრებს ზურგს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს თავისი ინტერესებისთვის ვერავინ გამოიყენებს
თბილისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ნოდარ ბოკერია ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ი...
1781876147
საზოგადოებაპრემიერი: ტაჯიკეთში უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან მეგობრობით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად
მინდა, მადლობა გადავუხადო ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთ...
1781875102
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...



























