ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პროკურატურამ 21 დეკემბრის საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა
ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პროკურატურამ 21 დეკემბრის საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება დაწყებულია მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის ფაქტზე.
ამჟამად ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები არეულობაში მონაწილე პირების დასადგენად, ასევე მიყენებული ზარალისა და მომხდარი მოვლენების გარემოებების დასადგენად.
21 დეკემბერს სოხუმში ე.წ. მთავრობის სახლთან გამართულ დემონსტრაციაზე ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვა.
აქცია „აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის“ მიერ იყო ორგანიზებული.
აქციის მონაწილეები „უსაფრთხოების ძალების“ კორდონის გარღვევას და ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მოედანზე შეღწევას ცდილობდნენ.
აქციის მონაწილეები „მოქმედ ხელისუფლებასა“ და ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში, რეფორმების თაობაზე საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების პროგრამის არარსებობაში ადანაშაულებდნენ.
ადგილობრივმა ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ საკვამლე ხელყუმბარები გამოიყენეს.
სხვა სიახლეები:
🔳 ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი თბილ პალატაშია, ამ ადამიანებს კი ამ სიცივეში აწვალებენ
🔳 „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია 4 ადამიანი (ვიდეო)
წყარო: 1tv
1795846497
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +19 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...
1795811954
მსოფლიო„განახლებულ საომარ მოქმედებებს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება“ - გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს ქუვეითში დრონით თავდასხმას, რომელშიც ირანს ადანაშაულებენ და რომლის შედეგადაც ორი იტალიელი დაიღუპა. ის ყველა მხარეს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს. „გაერო...
1795808573
ახალი ამბებილაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ღონისძიე...
1795806281
მსოფლიოშვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები
ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...
1795804315
ახალი ამბებიშალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ
თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...































