ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე: ადამიანები ჩაითრიეს 4 ოქტომბერს, ასე მიწვევდნენ მეც, მარწმუნებდნენ, გამარჯვება გარდაუვალი იყო, მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი
„ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი“, - წერს ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე და იხსენებს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს.
ის ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ავანტიურა უნდა იყოს გამოძიებული.
„ალბათ, იშვიათად ვყოფილვარ ასეთი გამწარებული, როგორც დღეს. რადგან ვიცი, რომ ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი. ყველა გათვლით უნდა ვყოფილიყავი. არ ესმოდათ, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ეს იყო მახე, რადგან ადამიანებს ამუშავებდნენ. ვერ გაიგებდი, ვინ იყო მოგზავნილი და ვინ ანთებული იოლი, უსისხლო, არაძალადობრივი ხელისუფლების ცვლილების იდეით. ვხედავდი, როგორ უწყობდა ამას რეჟიმი საჯაროდაც ხელს. როგორ ახალისებდა… უშუალოდ იმ დღესაც, როგორ ყველაფრის საშუალება მისცა. როგორ ნადირივით შეიტყუა ამ ქვეყნის გულანთებული პატრიოტები 5- და 7-წლიან ციხეში. მინიშნებებით ვწერდი და ამ მინიშნებების გამოც მხდალს მეძახდნენ. ათას სისულელეს მიგონებდნენ. ბრაზი მახრჩობს: როგორ დავუშვით ასეთი რამე? როგორ გავწირეთ თანამებრძოლები?! როგორც კი რეჟიმი დასრულდება, პირველ რიგში 4 ოქტომბრის ავანტიურა უნდა იყოს გამოძიებული. უკლებლივ ყველა, ვინც ასეთი ჯოჯოხეთი მოუწყო საკუთარ საზოგადოებას, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. რეჟიმი მარტო ამ ბოროტებისთვის უნდა გასამართლდეს. გაათავისუფლეთ მძევლები!“, - წერს დავით ჩხეიძე.
1781866213
საზოგადოებაკახა კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე
თბილისის მერი კახა კალაძე პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას გამოჯანმრთელებას უსურვებს. „ელენე ხოშტარიას მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს...
1781866171
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი. ამ ტექსტში ამოვიკითხავთ ისევ იმ დესტრუქციას, მბრძანებლურ ტონს, ორმაგ სტანდარტს, სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ ფაქტებს და აღქმებზე დაფუძნებულ ტყუილებს
ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებ...
1781864916
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახი...
1781864008
საზოგადოებასულხან თამაზაშვილმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან, ანა რიჩთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა....
1781863014
ახალი ამბებითამარ იოსელიანი - საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
„საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიზნიდან გამომდინარე შეიქმნა 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმა“, - ამ...


























