თამარ იოსელიანი - საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

„საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიზნიდან გამომდინარე შეიქმნა 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ქვეყნის 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვების შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა იმას, რომ იყოს ინკლუზიური მიდგომა და ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული.

„სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც საბოლოო ჯამში ეროვნული სტრატეგია იქნება პრაქტიკული, შედეგზე ორიენტირებული და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი. სწორედ აღნიშნული ეროვნული სტრატეგიის დანერგვა და აღსრულება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში შევქმნათ უსაფრთხო საგზაო გარემო, მნიშვნელოვნად შევამციროთ საგზაო შემთხვევები და მათგან გამომდინარე მძიმე შედეგები“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციები განიხილეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781864916

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძის

1781864008

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან, ანა რიჩთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა....

სულხან თამაზაშვილ

1781862367

მსოფლიო

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: მთელი ლიბანი უნდა დაიწვას!

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი სოციალურ ქსელ X-ში ლიბანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთელი ლიბანი უნდა დაიწვას. „ებრაელი დედის თითოეული ცრემლის გამო ათას...

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი

1781859995

საზოგადოება

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ია დარახველიძეს - 3 წელი

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ია დარახველიძეს - 3...

თბილისის საქალაქო სასამართლოშ

1781859664

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ფონიჭალაში უკანონო თევზჭ...

ბრაკონიერობის ფაქტი