სულხან თამაზაშვილმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან, ანა რიჩთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სულხან თამაზაშვილმა ანა რიჩს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა და მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება მიგრაციის მართვის და თავშესაფრის კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე, გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე გამახვილდა.
შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.
1781866171
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი. ამ ტექსტში ამოვიკითხავთ ისევ იმ დესტრუქციას, მბრძანებლურ ტონს, ორმაგ სტანდარტს, სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ ფაქტებს და აღქმებზე დაფუძნებულ ტყუილებს
ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებ...
1781865593
ახალი ამბებიოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე: ადამიანები ჩაითრიეს 4 ოქტომბერს, ასე მიწვევდნენ მეც, მარწმუნებდნენ, გამარჯვება გარდაუვალი იყო, მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი
„ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი“, - წერს ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე...
1781864916
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახი...
1781863014
ახალი ამბებითამარ იოსელიანი - საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
„საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიზნიდან გამომდინარე შეიქმნა 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმა“, - ამ...
1781862367
მსოფლიოისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: მთელი ლიბანი უნდა დაიწვას!
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი სოციალურ ქსელ X-ში ლიბანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთელი ლიბანი უნდა დაიწვას. „ებრაელი დედის თითოეული ცრემლის გამო ათას...


























