პაატა სალია: ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელიც ეხება ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციებს და აღნიშნული დემონსტრაციის შეწყვეტას სპეციალური საშუალებების გამოყენებით.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია პროკურატურის მიერ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის დევნის დაწყებასთან:
„დღევანდელი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ევროპული სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებები და ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის 12 ნოემბერს დაიწყო გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს გარემოება ვერ მოხვდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ვინაიდან მსჯელობა და არსებითი განხილვა საქმეზე უკვე დასრულებული იყო. თუმცა ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სრულ თანხვედრაშია ევროპული სასამართლოს მიერ ჩატარებული მოქმედებები იმ მოქმედებებთან, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა ატარებს“, - თქვა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, პროკურატურა საქმის გამოძიების პროცესში მიიღებს მხედველობაში ყველა იმ გარემოებას, რაც დადგენილი აქვს სტრასბურგის სასამართლოს.
„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება სამართალდამცავ ორგანოს - პროკურატურას ადგილობრივ დონეზე დიდწილად შესრულებულიც კი აქვს და, რა თქმა უნდა, პროკურატურა მიღებს მხედველობაში ყველა იმ გარემოებას, რაც არის დადგენილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
1772558274
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: გაიმართება საქართველოს და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა, შეხვედრას უხელმძღვანელებენ საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები
გაიმართება საქართველოს და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა, შეხვედრას უხელმძღვანელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმ...
1772557305
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: აშშ-სთან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება - ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-სთან ურთიერთობებსა და რეგიონულ თანამშრომლობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა,...
1772555055
ახალი ამბებისაქართველოს პირველმა ლედიმ ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა
საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა. თამარ ბაგრატიონი დედის დღესთან დაკავშირებით მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გ...
1772553575
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ორგანიზება გაუკეთოს სპეციალურ რეისებს, რომლებიც განხორციელდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ცა არის ღია
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან რეგიონში, ექმნებათ შეფერხებები მგზა...
1772552210
ახალი ამბებითბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა
2026 წლის 3 მარტს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მი...































