ტრამპი აცხადებს, რომ სურს, ესპანეთთან „ყველანაირი ვაჭრობა შეწყვიტოს“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ესპანეთთან „ყველანაირი ვაჭრობის შეწყვიტა“ სურს იმ ფონზე, რომ ქვეყანა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციას არ ეთანხმება.
ტრამპმა დასძინა, რომ მან ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს ესპანეთთან „ყველა კავშირის“ გაწყვეტა დაავალა.
„ჩვენ შევწყვეტთ ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას. არ გვინდა, ესპანეთთან რაიმე საერთო გვქონდეს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის დროს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ესპანეთი საშინლად მოიქცა“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა გააკეთა ესპანეთმა იმისათვის, რომ ადმინისტრაცია აიძულა, მასთან ყველანაირი ვაჭრობის შეწყვეტის საკითხი განეხილა.
თუმცა 2 მარტს ესპანეთმა შეერთებულ შტატებს არ მისცა უფლება, ირანზე ამერიკული დარტყმებისთვის გამოეყენებინა მისი სამხედრო ბაზები, რომლებსაც ორივე ქვეყანა ერთობლივად მართავს.
„ესპანური ბაზები ამ ოპერაციისთვის არ გამოიყენება და ისინი არ იქნება გამოყენებული ისეთი რამისთვის, რაც არ არის გათვალისწინებული შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით, ან არ შეესაბამება გაეროს წესდებას“, - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა.
1788640783
მსოფლიოევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ
„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია...
1788637346
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის
„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...
1788636454
მსოფლიოვლადიმერ პუტინი კრემლში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა
„ვლადიმერ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ ვიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდა“, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშე...
1788634125
ახალი ამბებიწყალბურთში „აპოლომ“ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი სერბი თავდამსხმელი დაიმატა
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „აპოლო“ ჩამპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. დედაქალაქურმა კლუბმა პირველი ტრანსფერი განახორციელა – „აპოლოში“ სერბი წყალბურთელი, ოლიმპიური და ევროპის ჩე...
1788632987
ახალი ამბებიზუგდიდის მერიის მხარდაჭერით 3-დან 7 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები ურეკში დაისვენებენ
ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, 3-დან 7 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები , რომლებიც პედიატრების ჩვენებით, სა...






























