პაპუაშვილი: „იმედს“ დაარსების დღიდან ერგო მისია, ყოფილიყო ხალხის ხმის გამტარი, პლურალიზმისა და დემოკრატიის სარკე - სწორედ ამიტომ არის ის სამიზნე ყველა ავის მსურველისთვის, ვისაც საქართველოში შუქის ჩაქრობა სურს
ტელეკომპანია „იმედს“ დღეს 23 წელი შეუსრულდა, ვულოცავ მისი დამფუძნებლის ოჯახს, ტელევიზიის თითოეულ თანამშრომელს და ერთგულ გულშემატკივარს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „იმედს“ დაარსების დღიდან ერგო მისია, ყოფილიყო ხალხის ხმის გამტარი, პლურალიზმისა და დემოკრატიის სარკე, ადგილი, სადაც საზოგადოება საკუთარ სათქმელს, საკუთარ სიმართლეს და საკუთარ თავს ხედავს.
„მისი ისტორია მარტივი არ ყოფილა. ამ ტელევიზიამ საკუთარ თავზე გამოცადა, რას ნიშნავს იყო ოკუპირებული, იყო მიტაცებული, იყო ღალატისა და უსამართლობის მსხვერპლი. იცის, რას ნიშნავს, როცა ცდილობენ ჩაახშონ ხმა, რომელიც ხალხამდე აღწევს. საბედნიეროდ, ეს დრო მის ისტორიაში ხანმოკლე იყო.
ხანმოკლე, მაგრამ წარუშლელი. ამავე დროს, „იმედმა“ კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო მართალი სიტყვის მატარებელი, ემსახურო საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, გქონდეს აუდიტორიის ნდობა, სიყვარული და დაფასება.
სწორედ ეს არის მისი ნამდვილი ღირსება და ძალა. საქართველოს უახლესი ისტორია არის დაპირისპირება გარე ძალების ნების თავს მოხვევასა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამტარ პოლიტიკას შორის. ეს არის ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ბრძოლა იმის გასარკვევად, ვინ ვართ, რისი უფლება გვაქვს, რამდენად დამოუკიდებლები ვართ და როგორია ჩვენი თავისუფლების ხარისხი.
ასეთ ბრძოლაში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ხმას, რომელიც ხალხის ხმას ატარებს. დღეს „იმედი“ სწორედ ასეთ ხმად იქცა, ხმად, რომელსაც უსმენს უმრავლესობა, ხმად, რომელიც გადმოსცემს საზოგადოების უმრავლესობის ფიქრს, განცდას და სათქმელს. და სწორედ ამიტომ არის ის სამიზნე ყველა ავის მსურველისთვის, ვისაც საქართველოში შუქის ჩაქრობა სურს. ეს არ მოხდება.
პირიქით, ყოველი ასეთი შეტევა ადასტურებს, რომ „იმედი“ და მისი გულშემატკივარი სწორ მხარეს დგას. წინ კიდევ ბევრი ბრძოლა და ბევრი გამარჯვებაა. გისურვებთ სიმტკიცეს, გამბედაობას და დიდ წარმატებებს. „იმედს“ კიდევ ბევრი წელი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ იყოს ის, რაც მისი სახელია – იმედი“, - წერს პაპუაშვილი.
1773558676
ახალი ამბებისაქართველოს თავდაცვის ძალებში არტილერიის დღე აღინიშნა
საქართველოს თავდაცვის ძალები 15 მარტს არტილერიის დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებები ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ბაზებზე ჩატარდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო9...
1773557000
ახალი ამბებიამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენა...
1773556548
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში, ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებ...
1773555157
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ომი ირანში მაშინ დამთავრდება, როდესაც ამას ძვლებში ვიგრძნობ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომის დასრულების კონკრეტული ვადის დასახელებაზე უარი თქვა. მისი თქმით, კონფლიქტი მაშინ დასრულდება, „როდესაც საკუთარ ძვლებში იგრძნობს“. ტრამპის განცხადებით, არ ფ...
1773554444
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 15 მარტს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
15 მარტს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +16 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო დღ...































