ტყიბულის მერი: მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია, ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია და აქ გადაადგილება უსაფრთხო არ არის
სტიქიიდან მეოთხე დღეს, დამეწყრილ სოფელ კურსებში მუშაობას განაგრძობენ სპეციალისტები. მეწყრული პროცესები აქტიურია, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს. უსაფრთხოების მიზნით ისევ გადაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა.
როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი აცხადებს, ტერიტორია ისევ რჩება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად.
„სტიქიის ზონაში სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია. ადგილზე რჩებიან გეოლოგების ჯგუფები და მიმდინარეობს კვლევა. საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია და აქ გადაადგილება უსაფრთხო არ არის.
ტერიტორია ისევ რჩება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად და გადაადგილება აკრძალულია. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით გუშინ ჩატარდა სამედიცინო კვლევები, გამოგზავნეს ექიმთა ჯგუფები, ასევე, არიან ბავშვთა ფსიქოლოგები. ეს აქცია დღესაც გრძელდება და უკვე მესამე ლოკაციაზე გვექნება დღეს შეხვედრები მოსახლეობასთან.
კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ თავის შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის მცდელობისგან, რათა მათი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული“, - განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი.
ცნობისთვის, 12 მარტს განვითარებული სტიქიური პროცესების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, დაზიანდა სასაფლაო და გზა. სოფელში მცხოვრები 45 ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი.
1773555157
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ომი ირანში მაშინ დამთავრდება, როდესაც ამას ძვლებში ვიგრძნობ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომის დასრულების კონკრეტული ვადის დასახელებაზე უარი თქვა. მისი თქმით, კონფლიქტი მაშინ დასრულდება, „როდესაც საკუთარ ძვლებში იგრძნობს“. ტრამპის განცხადებით, არ ფ...
1773554444
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 15 მარტს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
15 მარტს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +16 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო დღ...
1773521040
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, ჩვენ გვახსოვს პოლონელი ექიმები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები წინდით გაჰქონდათ
ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, ჩვენ გვახსოვს პოლონელი ექიმები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები წინდით გაჰქონდათ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმ...
1773519944
მსოფლიოაბას არაღჩი: აშშ-ის ნაქები უსაფრთხოების ქოლგა აღმოჩნდა, რომ ხვრელებითაა სავსე
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის თქმით, აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. „აშშ-ის ნაქები უსაფრთხოების ქოლგ...
1773517629
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თუკი საკუთარ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ ის ვერც პარტნიორობას შეძლებს
თუკი საკუთარ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ ის ვერც პარტნიორობას შეძლებს, ყველაზე მეტი, რაც მას შეუძლია საერთაშორისო ურთიერთობაში ეს არის ვასალობა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რო...































