დავით დარჩიაშვილი: „იმედის“ სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან მოდის და ეს ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია

„იმდენად დავცილდით და გავიყავით ერთმანეთისგან, რომ მართალი გითხრათ, დილემა იყო, აქ მოვიდე - არ მოვიდე, არა იმიტომ, რომ საუბარი არ მინდა ბატონ ნიკოლოზთან, ბატონ შალვასთან ან ქალბატონ მაგდასთან, რომელსაც წლებია, ვიცნობ, არამედ იმის გამო, რომ ადგილი, სადაც ჩვენ ვხვდებით, სანქცირებულია“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატების დროს ოპოზიციის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ სანქციები მოდის საერთაშორისო გლობალური, სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან.

„ადგილი სადაც ჩვენ ვხვდებით არის სანქცირებული. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეს არის უსამართლო და საერთოდაც „დიფ სთეითის“ ან ვიღაცის ხელი ურევია. მე ვიტყვი, რომ ეს სანქციები მოდის საერთაშორისო გლობალური, სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან და ეს არის ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი და პრინციპში ქვეყნისათვის ტრაგედიაა, რომ ასეთ ურთიერთობებში აღმოვჩნდით ასეთ მმართველობით გლობალურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ცენტრებთან“- განაცხადა დარჩიაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773557000

ახალი ამბები

ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენა...

ნარკოტიკი

1773556548

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში, ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებ...

დაკავება

1773555157

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ომი ირანში მაშინ დამთავრდება, როდესაც ამას ძვლებში ვიგრძნობ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომის დასრულების კონკრეტული ვადის დასახელებაზე უარი თქვა. მისი თქმით, კონფლიქტი მაშინ დასრულდება, „როდესაც საკუთარ ძვლებში იგრძნობს“. ტრამპის განცხადებით, არ ფ...

დონალდ ტრამპი

1773554444

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 მარტს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

15 მარტს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +16 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო დღ...

ამინდი, წვიმა

1773521040

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, ჩვენ გვახსოვს პოლონელი ექიმები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები წინდით გაჰქონდათ

ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, ჩვენ გვახსოვს პოლონელი ექიმები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები წინდით გაჰქონდათ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმ...

შალვა პაპუაშვილი