პაპუაშვილი: ქართველი ხალხი თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მივიდა ამ წერტილზე, რომ დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში
ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, დღეს რადიკალიზმი მხარდაჭერილი არის ბრიუსელი მხრიდან.
„დღეს ანტიდემოკრატიული ძალები მხარდაჭერილია ბრიუსელის მხრიდან და დღეს ძალადობა მხარდაჭერილია ბრიუსელის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მივიდა ამ წერტილზე, რომ დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში.
როდის გვითხრეს ბოლოს, რომ ჩვენი საერთო ღირებულება არის ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემა, აღარც გვახსოვს. ამ სიტყვას მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის წყვილში იყენებენ ხოლმე. ის, რაც დავიწყებული აქვს დღეს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით, ამერიკულმა დელეგაციამ რამდენჯერმე ხაზგასმით ახსენა, როგორც საერთო ფასეულობა ორ ქვეყანას შორის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1780472338
ახალი ამბებისაქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს წევრად აირჩიეს
მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79-ე სესიაზე, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. აღნიშნულ საბჭოში ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი სასან...
1780471470
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ორ პირს, მათ შ...
1780470276
ახალი ამბებითბილისში ბრალდებულებმა თანხის დაუფლების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და შეეცადნენ მასში არსებულ ფულს დაუფლებოდნენ - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ი...
1780469099
ახალი ამბებილევან მახაშვილი: გერმანიის ელჩის განცხადებები საბოლოო ჯამში ემსახურება საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებას, ეთნიკურ ნიადაგზე გარკვეული შუღლის გაღვივებას
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. „საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია ის დაუფიქრებელი განცხადებ...
1780466906
ახალი ამბებიEBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით, 6%-მდე აუმჯობესებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (European Bank for Reconstruction and Development) უახლესი რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით, ბანკი პროგნოზირებს, რომ მის საქმიანობ...































