ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე ჩემპიონთა ლიგის თასის ორგზის მფლობელსა და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელ მატვეი საფონოვითან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების აღნიშვნის გამო აკრიტიკებს და უკრაინელ ფეხბურთელ ილია ზაბარნისთვის მიბაძვას ურჩევს.

კიკნაძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხვიჩა კვარაცხელიას ღირსებას და პრინციპებს და აცხადებს, რომ მხოლოდ გატანილი გოლი მას კარგ ადამიანად ვერ აქცევს.

„კომენტატორმა თქვა, უკრაინელმა ზაბარნიმ რუს მეკარე საფონოვს ხელი არ ჩამოართვა ვარჯიშზეო. აი, ამას ჰქვია ღირსება და პრინციპულობა. ხვიჩა კვარაცხელიამ არათუ ხელი ჩამოართვა, შეახტა და ჩაეხუტა. ხვიჩა, იცი თუ არა, ვინ წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ვინ მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ვინ ამოგვიხოცა ამდენი ხალხი? რუსს, პუტინის მეხოტბეს და ფეხქვეშ გამგებს, რანაირად ეხუტები? შენი სამშობლოს ისტორიას ან აწმყოს გაცნობიხარ საერთოდ? ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად. აშკარად არ გსმენია და ზაბარნის ჰკითხე, იქნებ რამე მაინც გასწავლოს.

P.S. აბა, რა საერთოა კვარასა და სეტანტას შორის? დაგუგლული არ აქვს არცერთს სიტყვა ღირსება“, - წერს რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780473002

ახალი ამბები

თბილისში ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრა...

დაკავება, პოლიცია

1780472338

ახალი ამბები

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს წევრად აირჩიეს

მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79-ე სესიაზე, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. აღნიშნულ საბჭოში ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი სასან...

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს წევრად აირჩიეს

1780471470

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ორ პირს, მათ შ...

პროკურატურა

1780470276

ახალი ამბები

თბილისში ბრალდებულებმა თანხის დაუფლების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და შეეცადნენ მასში არსებულ ფულს დაუფლებოდნენ - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ი...

ძარცვა ძარცვა

1780469099

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: გერმანიის ელჩის განცხადებები საბოლოო ჯამში ემსახურება საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებას, ეთნიკურ ნიადაგზე გარკვეული შუღლის გაღვივებას

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. „საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია ის დაუფიქრებელი განცხადებ...

ლევან მახაშვილი