გიორგი კალანდია: მიჭირს ავხსნა რა ხდება, როდესაც ჩვენ ვემსახურებით იმ საქმეს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი აზრის დამკვიდრება. მე გამაოცა იმ ადამიანების „ჟივილ-ხივილმა“, რომ თითქოს და ალტერნატიულ აზრს გააქრობენ და ეს უხარიათ

გადაცემა „ჩვენ ქართველების“-ის წამყვანმა გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა.

კალანდიას თქმით, მისი გაოცება იმ ადამიანების რეაქციამ გამოიწვია, რომლებსაც ალტერნატიული აზრის შესაძლო გაქრობა ახარებთ.

„მართლა მიჭირს ავხსნა რა ხდება, როდესაც ჩვენ ვემსახურებით იმ საქმეს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი აზრის დამკვიდრება. ვინც „იმედის“ მაყურებელია, მან ძალიან კარგად იცის, რომ „იმედის“ მიზანი არის თავის მაყურებელთან მიიტანოს სიმართლე. მე გამაოცა იმ ადამიანების „ჟივილ-ხივილმა“, რომ თითქოს და ალტერნატიულ აზრს გააქრობენ და ეს უხარიათ“, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.

„იმედის კვირამ“ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისი ქვეყნის მთავრობის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ დაწესებული სანქციების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმის გამო საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 40 წუთის განმავლობაში მას არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა.

დიდი ბრიტანეთის თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმა“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772383316

ახალი ამბები

სოფელ ჭუბერთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებ...

მოძრაობა აღდგა

1772381129

ახალი ამბები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ხამენეის გზა გაგრძელდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის უზენაესი ლიდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები, რომლებიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ირანის ბი...

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

1772380512

ახალი ამბები

ირანის ყოფილი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა - ILNA

სააგენტო ILNA-ს ცნობით, 1 მარტს თეირანში აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის მეექვსე პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაიღუპა. სააგენტოს მონაცემებით, ის საკუთარ რეზიდენციაში დაიღუპა თეირანის ნ...

მაჰმუდ აჰმადინეჟადი

1772377817

ახალი ამბები

მეუფე შიო: ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების, ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ მართლმადიდებელი სარწმუნოების

„ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების. ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ ქრისტეს ეკლესიისა, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, - ამის შესახებ საპ...

აა

1772376697

ახალი ამბები

დღეიდან არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა - მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები ვეღარ იმუშავებენ კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად

დღეიდან არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა. მთავრობის პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეა. მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები ვეღარ იმუშავებენ კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად. ბიზნესი კი ვალდებ...

კურიერი კურიერი