სოფო ნიკოლაიშვილი: ძალიან ტრაგიკულია ის სიტუაცია, როდესაც შენს კოლეგას უხარია შენი ცუდი, შენი დარბევა, დასანქცირება მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ხარ ძლიერი, უფრო რეიტინგული და უფრო პროფესიონალი

„იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა.

ნიკოლაიშვილის თქმით, ტრაგიკულია, როდესაც შენს კოლეგას შენი ცუდი უხარია.

„ძალიან ტრაგიკულია ის სიტუაცია, როდესაც შენს კოლეგას უხარია შენი ცუდი, შენი დარბევა, დასანქცირება მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ხარ ძლიერი, უფრო რეიტინგული, უფრო პროფესიონალი და არ გადაიქეცი პარტიულ მუშაკად, პარტიულ პროპაგანდისტად და პარტიულ გამხმოვანებლად“, - აღნიშნა სოფო ნიკოლაიშვილმა.

„იმედის კვირამ“ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისი ქვეყნის მთავრობის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ დაწესებული სანქციების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმის გამო საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 40 წუთის განმავლობაში მას არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა.

დიდი ბრიტანეთის თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმა“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772381129

ახალი ამბები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ხამენეის გზა გაგრძელდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის უზენაესი ლიდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები, რომლებიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ირანის ბი...

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

1772380512

ახალი ამბები

ირანის ყოფილი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა - ILNA

სააგენტო ILNA-ს ცნობით, 1 მარტს თეირანში აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის მეექვსე პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაიღუპა. სააგენტოს მონაცემებით, ის საკუთარ რეზიდენციაში დაიღუპა თეირანის ნ...

მაჰმუდ აჰმადინეჟადი

1772377817

ახალი ამბები

მეუფე შიო: ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების, ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ მართლმადიდებელი სარწმუნოების

„ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების. ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ ქრისტეს ეკლესიისა, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, - ამის შესახებ საპ...

აა

1772376697

ახალი ამბები

დღეიდან არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა - მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები ვეღარ იმუშავებენ კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად

დღეიდან არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა. მთავრობის პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეა. მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები ვეღარ იმუშავებენ კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად. ბიზნესი კი ვალდებ...

კურიერი კურიერი

1772374953

ახალი ამბები

ალიევი: აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დიდი დანაკარგია ირანისთვის, ამ რთულ დღეს მოძმე ირანელ ხალხს მშვიდობას ვუსურვებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანის პრეზიდენტს აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა. „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ღრმად დამწუხრებული ვართ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი...

ალიევი