პარიზში თანამედროვე ქართველი მხატვრის ია ტიგინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
პარიზში თანამედროვე ქართველი მხატვრის ია ტიგინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. IA - 13 ასე ჰქვია გამოფენას, რომელზეც მხატვრის 13 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენას პარიზის მე 6 რაიონის მერია მასპინძლობს.
,,თბილისში დაბადებული და სენ-ჟერმენ-დე-პღეზე დამკვიდრებული თანამდედროვე ქართველი მხატვარი დამთვალიერებელს ერთდროულად ვიზუალურ და ემოციურ გამოცდილებას სთავაზობს. " - ასე გამოეხმაურა პარიზი ია ტიგინაშვილის პერსონალურ გამოფენას.
,, არტისტი საკუთარ შემოქმედებას ერთდროულად კვებავს ქართული ფესვებითა და თანამედროვე გამოცდილებით. მისი კაშკაშა , სიცოცხლით სავსე, ექსპრესიული ტილოები სავსე ენერგიითა და ემოციური გამომსახველობით, დამთვალიერებელს იწვევს მოგზაურობაში, სადაც მეხსიერება, ემოცია და შემოქმედება ერთიან მხატვრულ სივრცედ გარდაიქმნება. 13 ტილოსგან შემდგარი სერიის მეშვეობით, მხატვარი გვთავაზობს პოეტურ და სიღრმისეულ ხედვას იდენტობის ცნების შესახებ.
აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ტრადიციით შთაგონებულ ნამუშევრებში მოძრაობა, ფერი და შინაგანი ენერგია ერთიანდება და ამ დიალოგში წარმოაჩენენ იმ მრავალფეროვან გარდასახვებს, რომლებიც ადამიანის არსს და ხელოვნებას მთელი ცხოვრების განმავლობაში აყალიბებს. ამ სერიაში ფორმა არასოდეს არის სტატიკური — ის მუდმივად იქმნება, იშლება და თავიდან იბადება.
დინამიკური კომპოზიციები და ფერთა ინტენსიური ურთიერთქმედება გამოხატავს მუდმივ ძიებას — ყოფნის, ენერგიისა და ემოციური სიღრმის. თითოეული ნამუშევარი მაყურებელს სთავაზობს გამოცდილებას, რომელიც ერთდროულად ვიზუალურად შთამბეჭდავი და ღრმად ემოციურია ია-13-ის ვიზუალური ინტენსივობითა და დახვეწილი ფერადოვნებით გაჯერებულ სივრცე დამთვალიერებელს ემოციურ მოგზაურობაში 9 ივლისამდე იწვევს“, - წერია ფრანგულენოვან რეცენზიაში.
1783186952
ახალი ამბებისამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიოდა მკ...
1783186383
მსოფლიოესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან
ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან, – ამის შესახებ ესპანური სააგენტო წერს. როგორც მედია წერს, ხანძარმა უკვე გაანადგურა 2 300 ჰექტარი. ღამის განმავლობაში ხანძრის ქრობის პროცესში დაახლ...
1783185305
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელზე: ომით შეპყრობილ ხელისუფლებას ახალი ესკალაციის უფლება არ უნდა მიეცეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ იერუსალიმი „თავის პოლიტიკურ გადარჩენას რეგიონში კონფლიქტების გაგრძელებას უკავშირებს“ და „განსაკუთრებით ლი...
1783183996
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებ...
1783182427
ახალი ამბები5 ივლისს მასწავლებლის გამოცდები დაიწყება
5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. „საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის...































