ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობების განხილვას მიეძღვნა.
ღონისძიება ლომბარდიის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და იტალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა და მას რეგიონის მსხვილი ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები იტალიასთან, მათ შორის, ლომბარდიის რეგიონთან მზარდია. ასევე დადებითი დინამიკაა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას.
„იტალია და კონკრეტულად ლომბარდიის რეგიონი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. ჩვენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცანით საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები, მზარდი ეკონომიკური ტენდენციები, ბიზნეს მეგობრული რეგულაცია, წვდომა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის 1/3-თან, ასევე, სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერისა და ინვესტიციების მოზიდვისკენ. განვიხილეთ ლომბარდიიდან ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც მათ ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ საინვესტიციო პროექტებს და შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მრგვალ მაგიდაში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე და საქართველოს ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა იტალიის ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოსთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.
1783179866
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საგარეო და რეგიონულ პოლიტიკას ინფანტილური დამოკიდებულებით ეკიდებოდა, გვახსოვს, სადამდე მიგვიყვანა ამ ინფანტილურმა დამოკიდებულებამ
„საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საგარეო და რეგიონულ პოლიტიკას ინფანტილური დამოკიდებულებით ეკიდებოდა“, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლე...
1783177080
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უხერხულობები არსებობს, არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ვერ მოხდა ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკების ჰარმონიზაცია
„ერთი მხრივ, ევრობიუროკრატები პოლიტიკური თვალსაზრისით გვეპაექრებიან და ცდილობენ, რომ დაგვიმორჩილონ. მეორე მხრივ, რაც შეეხება გეოეკონომიკურ პროექტებს, დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ ამ პროექტებში მონაწ...
1783176023
ახალი ამბებისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე 7 ივლისს, სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს
„ამა წლის 7 ივლისს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს სენაკის წმინდა...
1783174755
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ფაქტობრივად, ჩვენს საზოგადოებას ეუბნებიან, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი ღირებულებები და ერთადერთი მიზანია, რაიმენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია
„ოპოზიციაში, ფაქტობრივად ამბობენ, რომ თუ ფაშინიანია ჩავა თეირანში, ეს არის ძალიან კარგი რეგიონში მშვიდობისათვის და თუ ჩავა საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ძალიან ცუდი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადა...
1783171376
ახალი ამბებიანაკლიის ირგვლივ ყალიბდება საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი დონე - დავით ქართველიშვილი
ანაკლიის ისტორიის ირგვლივ ალბათ ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ პროექტზე იმდენი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა, რომ პორტი ადეკვატურობის უკვე ერთგვარ ტესტად იქცა: ვინ ცხოვრობს რ...































