თორნიკე ფაღავა: ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, სწორედ ესაა ის ძირითადი დატვირთვა იმ ვიზიტების ცენტრალურ აზიაში, რომ საქართველოს ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა შუა აზიის ცენტრალურ ქვეყნებთან

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩინეთთან. სწორედ ესაა ის ძირითადი დატვირთვა იმ უკანასკნელი შეხვედრების, ვიზიტების ცენტრალურ აზიაში, რომ ერთი მხრივ, საქართველოს ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა შუა აზიის ცენტრალურ ქვეყნებთან და მეორე მხრივ, ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ და ჩვენ ხიდის როლს ვასრულებთ“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ამ პროცესის გაშარჟებას.

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები, განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ცდილობენ ეს პროცესი გააშარჟონ და რატომღაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, თითქოს შუა აზიის ქვეყნებთან ჩვენი პარტნიორობა აბუჩად ასაგდებია, ან სასაცილოა, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის.

ჩინეთი არის მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკა და აბსოლუტურად ყველა ევროპული ქვეყანა ცდილობს, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას, ურთიერთობების გაღრმავებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ეს ჩვენ დიდი ხნით ადრე გავაკეთეთ, თადარიგი დავიჭირეთ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამას ახლა აკეთებენ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციაშია არიან ადამიანები, ვინც იაზრებენ შუა აზიასთან ურთიერთობის მნიშვნელობას, მაგრამ მეორე მხრივ, დიდ ნაწილს ალბათ, უმეცრებითაც მოსდით, რასაც ისინი კამპანიურად აწარმოებენ.

ალბათ, თქვენ შეგხვდებოდათ განცხადებები, რომ ცდილობენ, გააშარჟონ ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად ვცდილობთ, რომ ამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, თავისი როლი გამოკვეთოს ამ პროცესში და გვქონდეს ღირსეული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლი დაკავშირებადობის კონტექსტში. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1783183996

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებ...

ირაკლი ნადარეიშვილი

1783182427

ახალი ამბები

5 ივლისს მასწავლებლის გამოცდები დაიწყება

5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. „საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის...

ეროვნული გამოცდა

1783182013

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტი აშშ-ს მოუწოდებს, ქვეყნის მხარდაჭერა გააგრძელოს

ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი აშშ-ს მოუწოდებს, განაგრძოს ლიბანის მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ისრაელთან მიღწეულმა, აშშ-ის მხარდაჭერილმა ჩარჩო შეთანხმებამ ორ ქვეყანას შორის მტრული მოქმედებები...

ლიბანის პრეზიდენტი

1783179866

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საგარეო და რეგიონულ პოლიტიკას ინფანტილური დამოკიდებულებით ეკიდებოდა, გვახსოვს, სადამდე მიგვიყვანა ამ ინფანტილურმა დამოკიდებულებამ

„საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საგარეო და რეგიონულ პოლიტიკას ინფანტილური დამოკიდებულებით ეკიდებოდა“, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლე...

თორნიკე ფაღავა

1783177080

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უხერხულობები არსებობს, არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ვერ მოხდა ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკების ჰარმონიზაცია

„ერთი მხრივ, ევრობიუროკრატები პოლიტიკური თვალსაზრისით გვეპაექრებიან და ცდილობენ, რომ დაგვიმორჩილონ. მეორე მხრივ, რაც შეეხება გეოეკონომიკურ პროექტებს, დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ ამ პროექტებში მონაწ...

თორნიკე ფაღავა