პარლამენტმა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, პროექტის მიზანს წარმოადგენს აკადემიაში ახალი საბაკალავრო პროგრამის „საზოგადოებრივი მართლწესრიგი და საპოლიციო საქმე“ შექმნა.

„ეს იქნება ახალი ფაკულტეტი, სადაც შესაძლებლობა გაჩნდება მომავალმა პოლიციელებმა უმაღლესი განათლება საპოლიციო საქმის მიმართულებით მიიღონ“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ცვლილების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება და მისი სახელწოდება შეიცვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიით (პოლიციის აკადემია).

კანონის ცვლილებაში აღნიშნულია პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასთან, სწავლებასა და სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები.

„ეს ცვლილებები იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მოვიზიდოთ ახალი, კვალიფიციური კადრები, რომლებსაც სათანადო ცოდნა და გამოცდილება ექნებათ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, სწავლის პერიოდში თითოეული სტუდენტი სრულად უზრუნველვყოთ კვებით, საცხოვრებლით, ფორმით, ტაქტიკური, ფიზიკური თუ საცეცხლე მომზადებით. სწავლის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მათი სისტემაში დასაქმების ვალდებულებას იღებს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მისი განმარტებით, გაზიარებულია კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების მიერ გამოთქმული შეთავაზება, რომ წარმოდგენილ კანონპროექტთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის შექმნის საკითხი განიხილონ.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელი აკადემიით შეიცვლება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770230437

მსოფლიო

მარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...

მარკო რუბიო

1770228410

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...

მაკა ბოჭორიშვილი

1770227247

ახალი ამბები

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....

ვახტანგ თოფურია

1770226159

ახალი ამბები

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა

დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...

ევროკავშირი

1770224443

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!

სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...

გიორგი ჩაკვეტაძე