ისრაელი აშშ-ის შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გავიდა
ისრაელმა აშშ-ის შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა X-ში დაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ისრაელი მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელმაც ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ისრაელი აშშ-ს უერთდება და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს“, - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.
საარმა გაეროს „ადამიანის უფლებათა საბჭოს ადამიანის უფლებათა დამრღვევთა დაცვაში“ და ისრაელის დემონიზაციაში დაადანაშაულა, რომელიც „ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანაა“.
„ეს ორგანო დაკავებულია ანტისემიტიზმის პროპაგანდით და დემოკრატიულ ქვეყანას თავს ესხმის, იმის ნაცვლად, რომ ადამიანის უფლებების დაცვით იყოს დაკავებული“, - განაცხადა მინისტრმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ ასამდე ნეგატიური რეზოლუციაა მიღებული, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე ირანის, კუბის, ჩრდილოეთ კორეის და ვენესუელის წინააღმდეგ ერთად აღებული.
4 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან და პალესტინელი ლტოლვილების დახმარების გაეროს სააგენტოდან აშშ-ის გასვლის შესახებ. ასევე გადაიხედება აშშ-ის მონაწილეობა UNESCO-ს მუშაობაშიც.
1738832628
ახალი ამბებიყაზახეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს: პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამსახურებული დანიშვნა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე ქვეყანაში
„საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას“, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენ...
1738831254
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში
„პარლამენტში 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“, ვნახოთ, რას გააკეთებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ეს არის ზუსტად ის, რა...
1738830658
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე, - ამის შესახებ პრემ...
1738828063
მსოფლიოარგენტინა ტრანსგენდერი ბავშვებისთვის ჰორმონალურ თერაპიას კრძალავს
არგენტინაში არასრულწლოვანთა სქესის შეცვლა და ოპერაცია აიკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ მიიღო. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება. არგენტინის პრეზიდენტის...
1738826675
ახალი ამბები14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე 40 წლის კაცი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ინტერნეტსივრ...