პარლამენტთან აქციის დროს დაკავებულები - დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები - დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ 4,6-4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებმა მცირე საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.

მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას ზასოხაშვილსა და ლომიძეს განუმარტა, რომ შეეძლოთ, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიემართათ, რაზეც მათ უპასუხეს, რომ აღნიშნულს არ გააკეთებდნენ.

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ჰქონდათ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754647480

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: დღეს ვიხსენებთ 17 წლის წინ, აგვისტოს ომში დაღუპულ ჩვენს ჯარისკაცებსა და მოსახლეობას - ეს დღე, ერთი მხრივ, ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, მომავალზე დაფიქრების დღეა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა...

შალვა პაპუაშვილ

1754646185

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ნუ ეფარებიან ის ადამიანები ["ნაცმოძრაობა"] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა

ნუ ეფარებიან ის ადამიანები ["ნაცმოძრაობა"] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა ,- განუცხადა საქ...

მიხეილ ყაველაშვილი:

1754644614

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გმირების ოჯახების რეაქციის უნდა ეშინოდეს „ნაცმოძრაობას“, მის განშტოებებს და მის მფარველებს, რომელსაც მთლიანად ამხელს პარლამენტის საგამოძიებო კომისია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით

[გმირების ოჯახების რეაქციის] უნდა ეშინოდეს „ნაცმოძრაობას“, მის განშტოებებს და უპირველეს ყოვლისა, მის მფარველებს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მწამებლურ რეჟიმს მფარველობდნენ და რომელსაც მთლიანად ამხელს პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1754644551

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება გმირი ჯარისკაცები

პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ეროვნულ გმირებს, მათ ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის - დიდება მათ ხსოვნას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ქედს მოვიხრით მათ წინაშე, - განუცხად...

მიხეილ ყაველაშვილი

1754640678

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ ალეკო ელისაშვილზე ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით: საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადავცემთ

ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად არასერიოზული არის ის ხალხი, რომლებიც არიან მარიონეტები გარე ძალებისა. ამიტომ შედეგი იქნება ყოველთვის ასეთი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა...

შალვა პაპუაშვილი