შალვა პაპუაშვილი: გმირების ოჯახების რეაქციის უნდა ეშინოდეს „ნაცმოძრაობას“, მის განშტოებებს და მის მფარველებს, რომელსაც მთლიანად ამხელს პარლამენტის საგამოძიებო კომისია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით

[გმირების ოჯახების რეაქციის] უნდა ეშინოდეს „ნაცმოძრაობას“, მის განშტოებებს და უპირველეს ყოვლისა, მის მფარველებს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მწამებლურ რეჟიმს მფარველობდნენ და რომელსაც მთლიანად ამხელს პარლამენტის საგამოძიებო კომისია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ არ იყო მუხათგვერდის სასაფლაოზე მისული თეა წულუკიანი და შეეშინდა თუ არა მას გმირის ოჯახის რეაქციის.

„თეა წულუკიანმა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, ისტორიული მათ შორის, საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა. 400-ზე მეტი გვერდია დასკვნა, რომელიც შეიმუშავა საგამოძიებო კომისიამ და რომელსაც პარლამენტი სექტემბრის დასაწყისში პირველივე სხდომებზე განიხილავს და თავის ვერდიქტს დადებს ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მარიონეტულ რეჟიმთან დაკავშირებით, მათ შორის ომთან დაკავშირებით, კომისიამ იმუშავა კომპეტენტურად და საზოგადოება იხილავს ყველა პასუხს და შეფასებას. 2022 წელს რატომაც არ დაიწყო ომი, იმიტომ დაიწყო 2008 წელს, რადგან მაშინ ხელისუფლებაში იყო მარიონეტული რეჟიმი, რომელსაც გეოპოლიტიკური დაპირისპირებისთვის პაიკად გამოაყენებინეს ჩვენი ქვეყანა.

გმირების ოჯახების რეაქციის უნდა ეშინოდეს და ძრწოდეს სააკაშვილი და მისი მარიონეტული რეჟიმი, რომელმაც საქართველოში ბევრი უბედურება დაატრიალა და რომლის დანაშაულებიც გამოიძია საგამოძიებო კომისიამ და დაიდება საბოლოო ვერდიქტი. [გმირების ოჯახების] უნდა ეშინოდეს „ნაცმოძრაობას“, მის განშტოებებს და უპირველეს ყოვლისა, მის მფარველებს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მწამებლურ რეჟიმს მფარველობდნენ და რომელსაც მთლიანად ამხელს პარლამენტის საგამოძიებო კომისია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778950990

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა

საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...

ირაკლი კირცხალია

1778948952

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო

„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...

ირაკლი კირცხალია

1778947452

ახალი ამბები

შუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს

შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...

პოლიცია პოლიცია

1778945595

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...

მარიამ ლაშხი

1778944085

ახალი ამბები

დეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს

„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...

მამაო