გეკა გელაძემ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, მოადგილეებთან და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკო.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგეს
და მემორიალი ყვავილებით შეამკეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმაც.
გეკა გელაძემ, დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრებთან შეხვედრა გამართა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად იქნება გმირი პოლიციელების ოჯახის წევრების გვერდით. მისი თქმით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული პოლიციელების მიერ გაწეული ღვაწლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია.
გეკა გელაძე, ასევე, იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა, დეპარტამენტის თანამშრომლებთან და მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული თანამშრომლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ
ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი
პანაშვიდი აღევლინა.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.
1778950990
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა
საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...
1778948952
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო
„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...
1778947452
ახალი ამბებიშუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...
1778945595
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...
1778944085
ახალი ამბებიდეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს
„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...































