კობა კობალაძე: ეს არის ერთ-ერთი დღე, როდესაც სიცოცხლემ კვლავ გაიმარჯვა სიკვდილზე!.. ეს არის დღე, როდესაც ერი და ბერი თავდახრილი, ამ გმირების მარადიულ სასუფეველზე უნდა საუბრობდეს!..
დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
კობა კობალაძემ ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და სამშობლოსათვის თავდადებული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგული, ღირსეული შვილების აღზრდისთვის.
„8 აგვისტო განსხვავებული შეგრძნებების დღეა. ეს არის დღე, ქვეყნისთვის თავდადებულთა გმირობის ამსახველი, მატიანეში ჩასაწერი. ასევე, იქაური მცხოვრებლებისთვის, მთლიანად საქართველოსთვის ცრემლით, სისხლით და ტკივილით მოცული დღე. მაგრამ როგორც არ უნდა ვისაუბროთ, ეს არის ერთ-ერთი დღე, როდესაც სიცოცხლემ კვლავ გაიმარჯვა სიკვდილზე, როდესაც ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ქართველ ადამიანს შეუძლია თავგანწირვა თავისი სამშობლოსთვის. ჩემი აზრით, ყველა ის გმირი, ვინც აქ სამარადჟამოდ განისვენებს და ბევრი, ვინც თავი შესწირა, სამშობლოს ერთიანობას, საქართველოს დამოუკიდებლობას და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, თავისზე აღმატებულ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებაში, არის უდიდესი პატივის ღირსი. მადლიერება მათ ოჯახებს. თითოეული მათგანის ოჯახის ტკივილის მოზიარეები ვართ. ერთი რამ ვიცოდეთ, საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი. დღევანდელი დღე არის ზუსტად ის დღე, როდესაც ერი და ბერი, თავდახრილი ამ გმირების მარადიულ სასუფეველზე უნდა საუბრობდეს“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, თავდაცვის ძალებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები, იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.
2008 წლის აგვისტოს ომის მეჩვიდმეტე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე.
1775845206
ახალი ამბებიტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან
ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...
1775842962
მსოფლიო„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...
1775840252
მსოფლიოორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?
ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...
1775837496
ახალი ამბებირომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს
ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...
1775836752
მსოფლიო„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...































