შალვა პაპუაშვილი: დღეს ვიხსენებთ 17 წლის წინ, აგვისტოს ომში დაღუპულ ჩვენს ჯარისკაცებსა და მოსახლეობას - ეს დღე, ერთი მხრივ, ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, მომავალზე დაფიქრების დღეა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
„დღეს ვიხსენებთ 17 წლის წინ, აგვისტოს ომში დაღუპულ ჩვენს ჯარისკაცებსა და მოსახლეობას - 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1700-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა და საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ 125 სოფელზე კონტროლი დაკარგა.
ეს დღე, უპირველეს ყოვლისა, გვაფიქრებს ჩვენი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ გმირობაზე, ჩვენს მოსახლეობაზე, რომელიც იძულებული იყო საომარი ტერიტორიიდან გამოსულიყო და ასევე გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად მყიფეა მშვიდობა. დღესაც, ისევე მყიფეა მშვიდობა და ისევე მომენტალურად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, თუკი ჩვენი საზოგადოება ბრძნულად არ იმოქმედებს. ამიტომ, ეს დღე, ერთი მხრივ, ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენ მომავალზე დაფიქრების დღეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს.
1788802681
მსოფლიოსტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...
1788801303
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს
საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...
1788798869
ახალი ამბებითამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...
1788797071
ახალი ამბებიქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა. მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...
1788795593
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა
2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...































