მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება გმირი ჯარისკაცები

პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ეროვნულ გმირებს, მათ ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის - დიდება მათ ხსოვნას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ქედს მოვიხრით მათ წინაშე, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მიხეილ ყაველაშვილმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. მისი განცხადებით, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება გმირი ჯარისკაცები.

„მათი ხსოვნა მარადიულია. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება გმირი ჯარისკაცები. ეს არასდროს უნდა დაისვას კითხვის ნიშნის ქვეშ . ჩვენი ქვეყანა, აქამდე რომ მოვედით, სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა. კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა და დიდება მათ ხსოვნას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ქედს მოვიხრით მათ წინაშე. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რა გააკეთეს და როგორი გმირები ჰყავს საქართველოს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754644614

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გმირების ოჯახების რეაქციის უნდა ეშინოდეს „ნაცმოძრაობას“, მის განშტოებებს და მის მფარველებს, რომელსაც მთლიანად ამხელს პარლამენტის საგამოძიებო კომისია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით

[გმირების ოჯახების რეაქციის] უნდა ეშინოდეს „ნაცმოძრაობას“, მის განშტოებებს და უპირველეს ყოვლისა, მის მფარველებს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მწამებლურ რეჟიმს მფარველობდნენ და რომელსაც მთლიანად ამხელს პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1754640678

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ ალეკო ელისაშვილზე ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით: საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადავცემთ

ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად არასერიოზული არის ის ხალხი, რომლებიც არიან მარიონეტები გარე ძალებისა. ამიტომ შედეგი იქნება ყოველთვის ასეთი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა...

შალვა პაპუაშვილი

1754640628

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება - თითოეული კანდიდატი არის შერჩეული ამ ძირითადი კრიტერიუმებით

მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული კანდიდატი არის შერჩეული ამ ძირითადი კრიტერიუმებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ...

ირაკლი კობახიძე

1754640581

საზოგადოება

კახა კალაძე: მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზედაც ხელი იქნა მოწერილი

თბილისის მერის ის შეფასებით, მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზედაც ხელი იქნა მოწერილი და ასევე, ყველა ის ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებ...

კახა კალაძე:

1754640488

საზოგადოება

კახა კალაძე: ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების წინაშე. მათი სახელი უკვდავია ისევე, როგორც მარადიულია საქართველო, მისი თავისუფლება და სუვერენიტეტი

დედაქალაქის მერმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თა...

კახა კალაძე