დავით ქართველიშვილი: 2026 წელს საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არა რაიმე ტიპის რკინისა, თუ პლატინის გუმბათი გადაარჩენს გლობალური გამოწვევებისაგან, არამედ გეოეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა
რეგიონული და გლობალური კრიზისების მიმართ საქართველოს როლზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გაგრძელება, რომლის თავი და თავი იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2026 წელს საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არა რაიმე ტიპის რკინისა, თუ პლატინის გუმბათი გადაარჩენს გლობალური გამოწვევებისაგან, არამედ გეოეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და ოპოზიციისათვის ავად ხსენებული სიტყვა - მშვიდობა, რომელსაც ძალიან დიდი ფასი აქვს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ამ ვითარებაში, ქართველიშვილის თქმით, გადამწყვეტი იქნება დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა.
„დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკაა, როცა ძირითად ფსონს დებენ გადაწყვეტილებები (აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან იქნება ისინი, თუ საკანონმდებლო), რომლებიც ორიენტირებულია ძირძველ ტრადიციებზე, ქრისტიანულ ფესვებზე, მომავალზე ზრუნვაზე, მომავალი თაობის დაცვაზე ლგბტ პროპაგანდისგან, რომელსაც თავს გვახვევენ და ულტიმატუმად გვიყენებენ - ან უარი თქვით თქვენს ეროვნულ ღირებულებებზე, ან თქვენი პერსპექტივები იქნება ბუნდოვანი. ეს არის ულტიმატუმი და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასა და ევროპულ ცივილიზაციასთან. ეს არის იმ ფსევდოფასეულობების თავს მოხვევა, რომელიც უცხოა ჩვენი ქვეყნისათვის.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც საბჭოთა კავშირი დაშალა, იყო უნიფიცირება საბჭოთა ადამიანის, რომელშიც გათქვეფილი იქნებოდა ქართველი და რუსი, უზბეკი და ესტონელი. არ შეიძლება უნიფიცირებული ევროპელი შექმნა იმ ევროპული ცივილიზაციის სივრცეში, რომელიც გააერთიანებს პორტუგალიელს და ესტონელს“, - განაცხადა ექსპერტმა.
მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ ნიშნავს იზოლაციას.
„არავითარი იზოლაცია ეს არ არის. არაერთხელ გაისმა მოსაზრება, რომ საქართველო ორბიტას ჩამოშორდა, რა კონტექსტშიც ჯეი დი ვენსის კავკასიური ვოიაჟი ახსენეს. შეგიძლიათ, ნახოთ წელს რამდენი საერთაშორისო ფორუმი უნდა ჩატარდეს თბილისში, ბაქოსა და ერევანში და ყველა დაინახავს, რომ ამ კომპონენტში „ორბიტას ჩამოშორებული“ თბილისი უპირობო ლიდერია.
ამერიკა, ბრიტანეთი, ჩინეთი, ცენტრალური აზია, აზერბაიჯანი დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოში არა მხოლოდ ხმელეთი იყოს უსაფრთხო, არამედ საჰაერო სივრცეც, რომელიც ასევე დივიდენდების მომცემია, იმიტომ, რომ დღეს ბომბების მაგივრად საქართველოს ბიუჯეტში ლარები ცვივა და ამ ყველაფრის არ დანახვა შეუძლებელია. ხომ შეიძლება თქვა, რომ რაღაც არ მომწონს, თქვა, რომ აპრიორი, ეს მიუღებელია, მაგრამ ხომ შეიძლება თქვა, რომ, მეორე მხრივ, ეს რა კარგი რამ ხდება საქართველოში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაცას ვიგონებ და ამ ფორუმებსა და სამიტებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და საინვესტიციო კუთხით საქართველოსადმი ინტერესი არ არის, მაგრამ ეს ხომ აქსიომაა და აქსიომას არ სჭირდება დამტკიცება“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
1773120193
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
10 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი...
1773118224
ახალი ამბებიზუკა რურუა: ბაჩო ახალაია არაერთხელ არის შემჩნეული ასეთ ქმედებაში, ახლა უკვე სამართალდამცავ ორგანოებზე არის დამოკიდებული რა კვალიფიკაციას მისცემენ ამ ქმედებას
ბაჩო ახალაია არაერთხელ იქნა შემჩნეული ასეთ ქმედებაში. სწორედ 4 ოქტომბრის თემა უნდა გავიხსენოთ პირველ რიგში, როდესაც მისი ინიციატივით იყო დამხობა დაორგანიზებული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წ...
1773089213
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ
რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ, რა...
1773087912
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ისეთი პოლიტიკ...
1773087532
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ისეთი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. „როგორც ჩვენ ვხედავთ, ერთადერთი სწორი გზ...




























