რამაზ სვანაძე: ჩვენი მთავარი მიზანი ნებისმიერ გუნდთან დადებითი შედეგის მიღწევა იქნება, იმედია, ხვალაც და მომავალშიც ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ

ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინასთან მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მომავალი შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას ამ დიდი ნდობისთვის. საფეხბურთო სამყაროში არიან ფეხბურთელები, რომლებიც შედარებით იოლი გზით მიდიან მწვრთნელობამდე. აქამდე მარტივად არ მოვსულვარ, რთული გზა გავიარე და ამიტომ, არ უნდა დაიბადოს კითხვა, მზად ვარ თუ არა ეროვნული ნაკრების მწვრთნელობისთვის, ახლა ყველაფერი შედეგებით უნდა შეფასდეს.

ჩემს სამწვრთნელო სტაფში გიორგი დეკანოსიძე და ბონდო გოცირიძე იქნებიან. რა გვინდა ყველაზე სწრაფად გამოვასწოროთ? ტაქტიკურ საკითხებს არ შევეხები, იმედი მაქვს, სწორი ემოციური დამოკიდებულება გვექნება. ველოდები ერთიანობას, რომლის გარეშეც წარმატების მიღწევა რთულია.

ჩვენი მიზანია სტაბილური თამაში და შედეგები ვაჩვენოთ. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გასასვლელი გზაა, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ჩვენ გუნდს ამის პოტენციალი აქვს. ჩვენი მთავარი მიზანი ნებისმიერ გუნდთან დადებითი შედეგის მიღწევა იქნება.

შეგვიძლია თუ არა 90 წუთი პრესინგის თამაში? მიმაჩნია, რომ შეგვიძლია, უბრალოდ, გააჩნია კონკრეტულ გარემოებებს და მეტოქეს. უკრაინის ნაკრებს რაც შეეხება, მწვრთნელის შეცვლის შემდეგ გუნდი უფრო ორგანიზებული გახდა და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს.

ირაკლი ეგოიანი ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ჩაკვეტაძე მზად იქნება თუ არა მოედანზე 90 წუთი გაატაროს, თამაშამდე გვეცოდინება. ხვიჩას მინდა წარმატება ვუსურვო „ოქროს ბურთის“ მოპოვებაში და ხვალ, უკრაინასთან შეხვედრაში.

გულშემატკივრისგან დიდ მხარდაჭერას ველოდები. 11 წელია, ნაკრების მწვრთნელი ქართველი არ ყოფილა. იმედია, ხვალაც და მომავალშიც ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ“, - განაცხადა სვანაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ერთ ლიგაზე მეორე ტურის შეხვედრაში 28 სექტემბერს უკრაინას უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790520378

ახალი ამბები

ოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს

 საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...

ოთარ კიტეიშვილი

1790518047

ახალი ამბები

შიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული

 „მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...

შიო მესამე

1790515794

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკითა და დიპლომატიით არის შესაძლებელი ტერიტორიების დეოკუპაცია და ურთიერთნდობის აღდგენა

 „სოხუმის დაცემიდან 33-ე წელს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ურთიერთნდობის დაბრუნების ერთადერთი გზა მშვიდობიანი პოლიტიკა, შერიგება და დიპლომატიაა“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს...

ცოტნე ანანიძე

1790511779

ახალი ამბები

ავარია ბათუმში - დაიღუპა 1 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი

 ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ამავე ინფორმაციით, მ...

ლენტი ლენტი

1790511128

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

 შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესთა...

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო