პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 2 კილოგრამზე მეტი „მეთადონი“ და „მარიხუანა“.
პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1790660182
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახ...
1790658960
ახალი ამბებიპარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით დღეს განიხილავს
პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით, დღეს განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე, ქონების გადასახადისგ...
1790657429
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს...
1790657028
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 29 სექტემბერს საქართველოში
29 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმ...
1790628986
მსოფლიოდიდ ბრიტანეთის ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტზე დაკავებული ხუთივე ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება
„დიდ ბრიტანეთში, ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტზე დაკავებული ხუთივე ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ხე...






























