მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებას მიეძღვნა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე და აღნიშნა, რომ ომის გავლენა ბრძოლის ველს სცდება.
მინისტრის თქმით, ომის შედეგები მხოლოდ ადამიანურ მსხვერპლსა და ინფრასტრუქტურის განადგურებით გამოწვეულ ზარალს არ მოიცავს, ის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს იწვევს, რაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მოითხოვს.
„უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და მისი შედეგები სცდება ბრძოლის ველს და უდიდეს ტანჯვას აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების მდგომარეობა ჩვენს მუდმივ და ერთობლივ ყურადღებას საჭიროებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ამ კონტექსტში საქართველოს გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპაციისა და კონფლიქტის შედეგები საქართველოსთვის უცხო არ არის.
„კონფლიქტისა და ოკუპაციის შედეგად მიღებულმა მძიმე გამოცდილებამ გვასწავლა ომის გრძელვადიანი ჰუმანიტარული შედეგების სიმძიმე.
რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაციამ ასობით ათასი ადამიანი დევნილად აქცია და მათ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ, ნებაყოფლობით და ღირსეულად დაბრუნების ფუნდამენტური უფლება შეუზღუდა.
ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ვიცე-პრემიერმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით განმტკიცებული პრინციპების შესაბამისად.
მისი განცხადებით, მშვიდობა განუყოფელი უნდა იყოს ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული პრინციპების პატივისცემისგან.
„საქართველო კვლავ მტკიცედ იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ღირსებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით განმტკიცებული პრინციპების დაცვას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა კანადის მთავრობასა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
1790657028
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 29 სექტემბერს საქართველოში
29 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმ...
1790628986
მსოფლიოდიდ ბრიტანეთის ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტზე დაკავებული ხუთივე ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება
„დიდ ბრიტანეთში, ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტზე დაკავებული ხუთივე ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ხე...
1790627849
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: პრაქტიკულად, ლევან მაჭავარიანმა რეტროსპექტივა გვაჩვენა, მოვლენათა განვითარების მთელი ჯაჭვი საზოგადოებისთვის ხელისგულზე ფაქტებით დადო, ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან კარგად დანახული სცენარი
„პრაქტიკულად, ლევან მაჭავარიანმა რეტროსპექტივა გვაჩვენა, მოვლენათა განვითარების მთელი ჯაჭვი საზოგადოებისთვის ხელისგულზე ფაქტებით დადო, რაც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით“, - განაცხადა გადაცემაში „დ...
1790626667
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ამ გარე ძალების ინფორმაციის პირველწყარო, რომელსაც საქართველოში არ სურს მშვიდობა, არის სწორედ „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები
„ამ გარე ძალების ინფორმაციის პირველწყარო, რომელსაც საქართველოში არ სურს მშვიდობა, არის სწორედ „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების...
1790626242
მსოფლიოინდოეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა - დაღუპულია 62 ადამიანი
„ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, 62 ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ ABC News-ი იუწყება. მთავრობის ცნობით,სტიქიური უბედურება უტარ-პრადეშის შტატში რამდენიმედღია...































