შალვა პაპუაშვილი: გინების გამართლებას შემდეგი მაგინებელი ისმენს, ძალადობის გამართლებას კი შემდეგი მოძალადე, სიტყვასაც და დუმილსაც პოლიტიკური შედეგი და ფასი აქვს, ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს
„გამოსავალი მარტივი და ღირსეული იყო: კორძაიას საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. თუნდაც ეთქვა, რომ ემოციამ სძლია და პოლიტიკური პროტესტისას ადამიანური ზღვარი გადალახა. სექტისთვის უჩვეულო კათარსისის პროცესიც ხომ თითქოს აქეთკენ მიდიოდა. მაგრამ სწორედ ამ დროს განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა, სადაც, ფაქტობრივად, ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის დედის გინება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებაა“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეს განცხადება შეურაცხყოფის ავტორის გამხნევებად იქცა და ბოდიშისკენ ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად მან პოლიტიკური წახალისება მიიღო.
„ალექსანდრე კორძაიას (იგივე Kordz) და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ერთ ხმაში დედის გინების ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს - ქალებს და კაცებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს - დედა აგინა. ღონისძიების მასპინძელი კი გორის არტ-ჰაუსი უნდა ყოფილიყო, რომელიც იმავე ადამიანებს „მონებს“ უწოდებს.
ამას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მართალია, სექტის ნაწილმა ეს აღშფოთება გააკრიტიკა, თუმცა გამოჩნდა სინანულის შემცველი ტექსტებიც: დედის გინება პროტესტისა და თვითგამოხატვის ფორმა არ უნდა იყოსო და დიდად არც მაშინ მოგვწონდა, ეს გინება ჩვენს გვერდით რომ გვესმოდაო.
მართალია, ეს სინანული მაშინ არ გამოუხატავთ, მაგრამ დაგვიანებული სინანულიც საქმეა. თუ დღეს მაინც მივედით აღიარებამდე, რომ დედის გინება მიუღებელია და პოლიტიკურ პროტესტსაც უნდა ჰქონდეს ზღვარი, ამას გაგრძელებაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
გამოსავალი მარტივი და ღირსეული იყო: კორძაიას საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. თუნდაც ეთქვა, რომ ემოციამ სძლია და პოლიტიკური პროტესტისას ადამიანური ზღვარი გადალახა. სექტისთვის უჩვეულო კათარსისის პროცესიც ხომ თითქოს აქეთკენ მიდიოდა. მაგრამ სწორედ ამ დროს განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა, სადაც, ფაქტობრივად, ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის დედის გინება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებაა (!) ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება შეურაცხყოფის ავტორის გამხნევებად იქცა, კათარსისის დასაწყისში მყოფი სექტა კი ჭეშმარიტების გზას ისევ ააცდინა. ბოდიშისკენ ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად, შეურაცხყოფის ავტორმა პოლიტიკური წახალისება მიიღო.
სინანული, პასუხისმგებლობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, ანუ ყველაფერი, რასაც ქართული კულტურა გვასწავლის, ისევ მცდარ პოზიციაზე ბოლომდე დარჩენამ, დეჰუმანიზაციამ და აგრესიამ ჩაანაცვლა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ქართული კი არა, სწორედ რომ გარედან შემოტანილი, დატრენინგებული და წაქეზებული კამპანიაა. გარედან წაქეზების შედეგს ვხედავთ სააკაშვილის გუშინდელ ვიდეოშიც, რომელშიც ციხეში მჯდომი დიქტატორი იმავე საზოგადოებას აგინებს და ემუქრება, რომლის გინებაც, მანამდე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებად გამოგვიცხადა.
ასე იქცევა დაუგმობელი ძალადობა მისაბაძ პოლიტიკურ სიმბოლოდ. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ მზია ამაღლობელის და ზვიად რატიანის შემთხვევაში, როდესაც ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმის არდაგმობამ და პოლიტიკურმა გამართლებამ, პოლიციელზე შემდეგი ძალადობის გარემო შექმნა. ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია იდავო სასჯელზე, მაგრამ იმავედროულად დაგმო პოლიციელზე ძალადობა. შეგიძლია დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ იმავდროულად დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან სწორედ ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ.
გინების გამართლებას შემდეგი მაგინებელი ისმენს, ძალადობის გამართლებას კი შემდეგი მოძალადე. სიტყვასაც და დუმილსაც პოლიტიკური შედეგი და ფასი აქვს. ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს.
P.S. როგორც ამას წინ აღვწერე, სექტას სჭირდება დოგმები, ქურუმები, წმინდანები და მარტვილები, საკუთარი კალენდარი და რიტუალები. ფსევდორელიგიას ჰიმნოგრაფიც სჭირდება, და სექტის წიაღში ეს ადგილი ალექსანდრე კორძაიამ ხალისით დაიკავა. შესვლა იოლი აღმოჩნდა, გამოსვლა კი გაცილებით რთულია. ვინ იცის, იქნებ კორძაიას სექტის მთავარი ჰიმნოგრაფის და ხალხის მაგინებლის როლი უკვე აღარც ხიბლავს, მაგრამ სექტას თავისი ჰიმნოგრაფი არ ეთმობა. კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით „ევროპა“ გიმაგრებს“, - წერს პაპუაშვილი.
1790658960
ახალი ამბებიპარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით დღეს განიხილავს
პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით, დღეს განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე, ქონების გადასახადისგ...
1790657429
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს...
1790657028
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 29 სექტემბერს საქართველოში
29 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმ...
1790628986
მსოფლიოდიდ ბრიტანეთის ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტზე დაკავებული ხუთივე ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება
„დიდ ბრიტანეთში, ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტზე დაკავებული ხუთივე ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ხე...
1790627849
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: პრაქტიკულად, ლევან მაჭავარიანმა რეტროსპექტივა გვაჩვენა, მოვლენათა განვითარების მთელი ჯაჭვი საზოგადოებისთვის ხელისგულზე ფაქტებით დადო, ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან კარგად დანახული სცენარი
„პრაქტიკულად, ლევან მაჭავარიანმა რეტროსპექტივა გვაჩვენა, მოვლენათა განვითარების მთელი ჯაჭვი საზოგადოებისთვის ხელისგულზე ფაქტებით დადო, რაც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით“, - განაცხადა გადაცემაში „დ...































