პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით 1988 წელს
დაბადებული ა.ბ. და წარსულში ნასამართლევი 1969 წელს დაბადებული პ.ე. დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო თეთრიწყაროში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1982 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილი მამაკაცი მოთავსებულია კლინიკაში.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756031817

საინტერესო ამბები

ქაშუეთის ტაძარში მამუკა ჩარკვიანის პანაშვიდზე პრეზიდენტი, პრემიერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

 მამუკა ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა. კომპოზიტორისა და მომღერლის ხსოვნას პატივი, პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, აღმასრულებელი დ...

ქაშუეთის ეკლესია

1756029678

ახალი ამბები

დათო კოდუა: სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობა - ეს იქნება ჩვენი გუნდის მთავარი და პრინციპული ნიშა ზუგდიდის მერიაში

 „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა მოქალაქეებთან შეხვედრებს ე.წ. კარდაკარის პრინციპით განაგრძობს. მერობის კანდიდატი მოქალაქეებს გეგმებს და განახლებული ზუგდიდის განვითარების ხედვა...

დავით კოდუა

1756026120

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო...

აა

1756025064

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მიღების დღიდან, დამარცხებულმა, დანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ თავის ხელში მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო

 „დღეს საქართველოში დიდებული დღეა. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციის მიღების დღე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1756024053

ახალი ამბები

მამუკა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ

 მამუკა ჩარკვიანს დღეს, 24 აგვისტოს დაკრძალავენ. კომპოზიტორსა და მომღერალს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მამუკა ჩარკვიანი საკუთარ ს...

მამუკა ჩარკვიანი