პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს თბილისში, გურიაში, აჭარასა და კახეთში 20 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, „ალფა პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულთა ნაწილი სპეციალურად მოწყობილ სათბურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 260-ე ტერცია, 261-ე, 262-ე, 265-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1782368345
მსოფლიოდონალდ ტრამპი: აშშ მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება
ორი ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ახლახან დაატყდა თავს დიდებულ ვენესუელელ ხალხს, მასშტაბით უზარმაზარია და კატასტროფული რაოდენობის მსხვერპლი გამოიწვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალ...
1782366455
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: კატასტროფულ მდგომარეობაშია მოლდოვა იქიდან გამომდინარე, რომ ჰყავთ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად ემორჩილება ბრიუსელს და მისთვის, რა თქმა უნდა, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს. „კატასტროფულ მდგომარეობაშია მ...
1782364227
ახალი ამბებილევან მახაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ეს არის მიხეილ სააკაშვილის უცხოელი მეგობრების ყალბი პათეტიკით გაჟღენთილი პროცესი და დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ რეზოლუციას აფასებს. „ცალსახად ეს არის მიხეილ სააკ...
1782363681
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: „ნაცმოძრაობამ“, როგორც პარტიამ, საკუთარი თავი უკვე ამოწურა, დღეის მდგომარეობით, მილევად რეჟიმში იმყოფებიან
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ფაღავას განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პარტიამ, საკუთარი თავი უკვე ამოწურა. „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პო...
1782334503
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
„ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა იუმორი არ არის და ამას ვერანაირი ახსნა, კონტექსტი თუ ე.წ. „შავი იუმორის“ არგუმენტი ვერ გაამართლებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოდ...































