დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება

„ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა იუმორი არ არის და ამას ვერანაირი ახსნა, კონტექსტი თუ ე.წ. „შავი იუმორის“ არგუმენტი ვერ გაამართლებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოდკასტერ გიორგი კალატოზის ე.წ. „სკეჩს“, რომელშიც, კალატოზი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მდგომარეობას საზოგადოების გასართობად და სიცილის გამოსაწვევად იყენებს.

ჩიხელიძის თქმით, გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე გაკეთებული ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება.

„ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა იუმორი არ არის და ამას ვერანაირი ახსნა, კონტექსტი თუ „შავი იუმორის“ არგუმენტი ვერ გაამართლებს. არსებობს თემები, რომლებზეც ხუმრობა უბრალოდ დაუშვებელია, რადგან საუბარია სიცოცხლისთვის ყოველდღიურ ბრძოლაზე. როდესაც ამ ბრძოლას ბავშვები გადიან, საკითხი კიდევ უფრო მძიმე და მგრძნობიარე ხდება. გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება. შეიძლება ადამიანს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, შეიძლება ბევრ საკითხზე ვიკამათოთ, მაგრამ ავადმყოფი ბავშვების ტკივილი არ უნდა გახდეს არც დაცინვის, არც თვითდამკვიდრების და არც პოპულარობის მოპოვების საშუალება. როდესაც ადამიანი ამ ზღვარს კვეთს, ის საკუთარ თავზე ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე იმ ადამიანებზე, ვისზეც ხუმრობას ცდილობს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დღეს ზოგიერთი ადამიანი მზად არის ყურადღების მისაქცევად ყველაფერზე წავიდეს. აღარ არსებობს წითელი ხაზები, აღარ არსებობს ზღვარი, რომლის იქით გაჩერება აუცილებელია. თუმცა საზოგადოებისთვის უნდა არსებობდეს ღირებულებები, რომლებიც ხელშეუხებელია. კალატოზს მორალი არ აქვს და ადამიანობა როგორ ექნება? ზოგი ადამიანი პოპულარობას კარგავს, ზოგი კი ადამიანობას, კალატოზმა დიდი ხანია არჩევანი გააკეთა, მან ადამიანობა დაკარგა“, - წერს ჩიხელიძე.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782325106

მსოფლიო

„რადიო თავისუფლება“: ლიეტუვამ დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩენს, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა ქვეყანაში

ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩნური წარმოშობის პირს მას შემდეგ, რაც მას ლტოლვილის სტატუსის განახლებაზე უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში...

 ლიეტუვა

1782323113

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

2026 წლის 24 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან...

მაკა ბოჭორიშვილი

1782322638

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

2026 წლის 24 ივნისს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანა...

მაკა ბოჭორიშვილი

1782320754

მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს აპირებს

რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს გეგმავს, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეავსოს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. რუსული მედია ეყრდნობა რუსეთის სახელმწიფო დუმის ბიუჯეტისა...

რუსეთის ხელისუფლება

1782316648

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზ...

სულხან თამაზაშვილ