პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 267.0439 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (ფუძე), რომელიც რეალიზაციის მიზნით 622 შეკვრად დააფასოეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ქალაქ ზუგდიდში ბრალდებულების პირადი და სასტუმროს ნომრის ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს და ამოიღეს.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782375092

ახალი ამბები

სოზარ სუბარი გენერალურ პროკურორს: რატომ ჭიანურდება ყინწვისის საქმეზე დაზარალებულების ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესი?

პარლამენტში გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ყინწვისის საქმეზე დაზარალებულთა უფლებების აღდგენისა და სამოქალაქო წეს...

სოზარ სუბარი

1782375006

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები

ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკი...

შალვა პაპუაშვილი

1782373847

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: პოლიტიკური გარდაცვალების პირას მისული რადიკალები კომიკურ სიტუაციაში არიან, ერთმანეთს უთხრიან ძირს, არანაირი გეგმა არ აქვთ, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდნენ

„პოლიტიკური გარდაცვალების პირას მისული რადიკალები კომიკურ სიტუაციაში არიან, ბოლო წლებში ისეთი შეცდომები დაუშვეს და ნაბიჯები გადადგეს თუ პატრონებმა გადაადგმევინეს, აქამდე რომ მივიდოდნენ, ძნელი ამოსაცნო...

თენგიზ შარმანაშვილმა.

1782373764

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს, აღიაროს სუვერენიტეტი მთელ ტერიტორიაზე

პრაქტიკულად, ევროპარლამენტმა, თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ა...

შალვა პაპუაშვილი

1782371255

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებ...

 ნარკოდანაშაულის ბრალდებით