შალვა პაპუაშვილი: ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს

ეს არის არა მხოლოდ ცივილიზაციური უფსკრული, ეს არის ადამიანური უფსკრული, საიდანაც გვესმის კრიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით. ასე, რომ ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ეპშტეინის ფაილებზე საუბრისას.

„იმ სკანდალის ფონზე, რომელიც ეპშტეინის და მის კუნძულთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში მჟღავნდება, ვხედავთ ერთიმეორეზე მიყოლებით მაღალი თანამდებობის პირებისა და დიპლომატების გადადგომებს როგორც აშშ-ში, ისე ევროპის ქვეყნებში, ამის ფონზე, როდესაც გვესმის კრიტიკა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ პოლიტიკურ ლანდშაფტის ნაწილი არიან, ერთადერთი პასუხი ჩნდება - ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს.

რასაც ჩვენ ვუყურებთ და რაც ახლა ცხადდება არის ძალიან მძიმე. ეს აღარ არისა ცივილიზაციური უფსკრული, ეს არის ადამიანური უფსკრული, სადაც თურმე პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი ჩართულები იყვნენ.

ვნახეთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი გადადგა თუ გადააყენეს სწორედ იმის გამო, რომ მისი რეკომენდაციით იყო დანიშნული ადამიანი, რომელიც ეპშტეინის ფაილებში იძებნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ეპშტეინის სკანდალის ფონზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა - მან ეპშტეინთან კავშირში მყოფი პიტერ მენდელსონის აშშ-ის ელჩად დანიშვნის გამო, პასუხისმგებლობა აიღო.

ჰელსინკის კომისიაზე სკანდალები გრძელდება. პროფესორი სტივენ შრაგე აქვეყნებს ჰელსინკის კომისიის წევრების მამხილებელ დოკუმენტებს და გამოძიებას ითხოვს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770797795

ახალი ამბები

გლდანის მერვე მიკრორაიონში მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან მოსასვენებელ სივრცეს მოაწყობს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოებ...

თბილისის მერია

1770797048

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა

ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას იმისთვის, რომ განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება უსაფ...

შალვა პაპუაშვილი

1770796985

ახალი ამბები

დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოები იოანე პ...

კახა კალაძე

1770796248

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელმა ევროკავშირის დროშა ძალადობასთან გააიგივა, დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება

ევროკავშირის დროშა სადაც არის ოპოზიციონერების ხელში, იქ არის ძალადობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის ს...

შალვა პაპუაშვილი

1770795720

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ეპშტეინის სკანდალის გამო ვხედავთ სხვადასხვა პირის ერთი მეორის მიყოლებით გადადგომას, ასე რომ, ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს

ეპშტეინის სკანდალის გამო ვხედავთ სხვადასხვა პირის ერთი მეორის მიყოლებით გადადგომას, ასე რომ, ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილ...

შალვა პაპუაშვილი