შალვა პაპუაშვილი: ეპშტეინის სკანდალის გამო ვხედავთ სხვადასხვა პირის ერთი მეორის მიყოლებით გადადგომას, ასე რომ, ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს

ეპშტეინის სკანდალის გამო ვხედავთ სხვადასხვა პირის ერთი მეორის მიყოლებით გადადგომას, ასე რომ, ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს უკვე აღარ არის ცივილიზაციური უფსკრული, არამედ ეს არის ადამიანური უფსკრული.

„იმ სკანდალის ფონზე, რომელიც ეპშტეინის და მის კუნძულთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მჟღავნდება, ვხედავთ ერთი მეორის მიყოლებით გადადგომებს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის, დიპლომატების როგორც აშშ-ში, ისე ევროპის ქვეყნებში. ამის ფონზე როდესაც გვესმის კრიტიკა ადამიანებისგან, რომლებიც ამ პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილი არიან, რა თქმა უნდა, ერთადერთი პასუხი, რაც ჩნდება არის ის, რომ ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს.

ძალიან მძიმეა, რასაც ვუყურებთ, ის, რაც ცხადდება ახლა, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა ჩართული იყო. ეს უკვე აღარ არის ცივილიზაციური უფსკრული, ეს არის ადამიანური უფსკრული, სადაც თურმე მთელი პოლიტიკური ელიტის დიდი თუ მნიშვნელოვანი ნაწილი, მნიშვნელოვანი პირები იყვნენ ჩართული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770797795

ახალი ამბები

გლდანის მერვე მიკრორაიონში მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან მოსასვენებელ სივრცეს მოაწყობს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოებ...

თბილისის მერია

1770797048

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა

ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას იმისთვის, რომ განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება უსაფ...

შალვა პაპუაშვილი

1770796985

ახალი ამბები

დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოები იოანე პ...

კახა კალაძე

1770796248

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელმა ევროკავშირის დროშა ძალადობასთან გააიგივა, დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება

ევროკავშირის დროშა სადაც არის ოპოზიციონერების ხელში, იქ არის ძალადობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის ს...

შალვა პაპუაშვილი

1770795844

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს

ეს არის არა მხოლოდ ცივილიზაციური უფსკრული, ეს არის ადამიანური უფსკრული, საიდანაც გვესმის კრიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით. ასე, რომ ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს, - განაცხადა საქართველოს პ...

შალვა პაპუაშვილი