პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით 2000 წელს დაბადებულ ი.დ.-ს გულმკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა გ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760768335

საზოგადოება

მედია: ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე რუკებით მივიდა, რომლებზეც რუსული სამხედრო ობიექტები იყო დატანილი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის ლიდერთან დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე რუკებით მივიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ზელენსკის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, რუკ...

ზელენსკი

1760767779

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ოქტომბერს საქართველოში

18 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +26 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ, დღის...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა

1760734338

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ჩვენს ქვეყანას აქვს ამბიციური გეგმა, იყოს წამყვანი სახელმწიფო კორუფციასთან ბრძოლაში

„ბუნებრივია, ძალიან გულდასაწყვეტი და სამწუხარო ფაქტია უკვე მსგავსი პროცედურის არსებობა, ჩატარება საგამოძიებო ჭრილში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ...

დავით მათიკაშვილი

1760732736

ახალი ამბები

ისრაელის ელჩი: მოხარული ვარ, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი საქართველოში ვიმუშავებ ძალიან ძლიერი, მყარი კავშირების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, საკმაოდ ბევრი გეგმა გვაქვს

„მოხარული ვარ, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი საქართველოში ვიმუშავებ ძალიან ძლიერი, მყარი კავშირების კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნულმა ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ...

ისრაელის ელჩი

1760729516

სპორტი

აკაკი ჯინჭარაძე პარაძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის რეკორდსმენია

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში პარაძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა პარასპორტსმენმა აკაკი ჯინჭარაძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 250 კილოგრამი დაძლია, რითაც ჩემპიონატის ბრინჯ...

აკაკი ჯინჭარაძე