ნათია თურნავა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს სანჯაი მალჰოტრას შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს სანჯაი მალჰოტრას შეხვდნენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო-ინდოეთის ეკონომიკური თანამშრომლობას. ნათია თურნავამ ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გააცნო ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის არსებული პრაქტიკა.

ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრისას გადაწყდა, რომ საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმდეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მოიცავს ცენტრალური ბანკის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას, მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემების, ფინანსური სექტორის ზედამხედველობისა და მარეგულირებელი ჩარჩოს მიმართულებით.

ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრამდე სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მონაწილეობა მიიღეს ინდოეთის სარეზერვო ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის დიალოგში, რომელიც ციფრული საჯარო პლათფორმების მეშვეობით ეკონომიკური მდგრადობის განმტკიცების საკითხებს შეეხებოდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760773698

ახალი ამბები

ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...

დაკავება

1760772832

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისშედეგად, გან...

აა

1760770786

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი 12 ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელსდაბად...

დაკავება, პოლიცია

1760768335

საზოგადოება

მედია: ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე რუკებით მივიდა, რომლებზეც რუსული სამხედრო ობიექტები იყო დატანილი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის ლიდერთან დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე რუკებით მივიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ზელენსკის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, რუკ...

ზელენსკი

1760767779

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ოქტომბერს საქართველოში

18 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +26 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ, დღის...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა