ლევან ჭოტორლიშვილი: 11-წლიანი სკოლა დავამთავრე, ჩემს თაობას არ ჰქონდა წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა - დამატებულმა მეთორმეტე წელიწადმა მიღებული ცოდნის მაჩვენებლები არ გაზარდა

მე 11-წლიანი სკოლა დავამთავრე. ჩემს თაობას არ ჰქონდა წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა. დღეს საერთაშორისო გამოკითხვები და ტესტები ადასტურებს, რომ 12-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ ქართველ მოსწავლეებს აქვთ მარტივი ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

ჭოტორლიშვილის განცხადებით, დამატებულმა მე-12 წელმა ქართულ სკოლებში მიღებული ცოდნის მაჩვენებელი ვერ გაზარდა.

„მე 11-წლიანი სკოლა დავამთავრე. ჩემს თაობას არ ჰქონდა წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა. დღეს საერთაშორისო გამოკითხვები და ტესტები ადასტურებს, რომ 12-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ ქართველ მოსწავლეებს აქვთ მარტივი ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა. ზოგადად, საერთაშორისო რეიტინგები ძალიან დაბალ მონაცემებს ადასტურებს და ადასტურებს იმას, რომ განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია.

სწავლის შედეგისთვის მნიშვნელოვანია, რას და როგორ ასწავლი. დამატებულმა მეთორმეტე წელიწადმა მიღებული ცოდნის მაჩვენებლები არ გაზარდა. რეფორმა ჯერ არ დაწყებულა და „ილიაუნის“ რექტორმა უკვე გაილაშქრა რეფორმის წინააღმდეგ. ადამიანისგან, რომელიც კვადრატს და მართკუთხედს ვერ ასხვავებს, რეფორმის წინააღმდეგ გალაშქრება ბუნებრივია“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760773698

ახალი ამბები

ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...

დაკავება

1760772832

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისშედეგად, გან...

აა

1760770786

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი 12 ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელსდაბად...

დაკავება, პოლიცია

1760768335

საზოგადოება

მედია: ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე რუკებით მივიდა, რომლებზეც რუსული სამხედრო ობიექტები იყო დატანილი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის ლიდერთან დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე რუკებით მივიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ზელენსკის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, რუკ...

ზელენსკი

1760767779

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ოქტომბერს საქართველოში

18 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +26 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ, დღის...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა