პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფოთში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორმა, შუამავლის დახმარებით, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში გასცა, რის სანაცვლოდაც მოქალაქისაგან უკანონოდ მოითხოვა და აიღო თანხა.
„ასევე, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მეორე ინსპექტორმა სხვა პირის თხოვნით ორგანიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში გასცა.
ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომერციული მოსყიდვა) წარედგინა, მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გასაღება), ხოლო მესამეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,221-ე მუხლი მე-3 ნაწილით (კომერციულ მოსყიდვაში დახმარება) და 25,220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წაქეზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეეფარდათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1760772832
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისშედეგად, გან...
1760770786
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი 12 ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელსდაბად...
1760768335
საზოგადოებამედია: ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე რუკებით მივიდა, რომლებზეც რუსული სამხედრო ობიექტები იყო დატანილი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის ლიდერთან დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე რუკებით მივიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ზელენსკის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, რუკ...
1760767779
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ოქტომბერს საქართველოში
18 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +26 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ, დღის...
1760734338
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენს ქვეყანას აქვს ამბიციური გეგმა, იყოს წამყვანი სახელმწიფო კორუფციასთან ბრძოლაში
„ბუნებრივია, ძალიან გულდასაწყვეტი და სამწუხარო ფაქტია უკვე მსგავსი პროცედურის არსებობა, ჩატარება საგამოძიებო ჭრილში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ...