შსს: სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი დასრულდა 7 საქმე

2026 წლის პირველი ივნისიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა. აქედან 30 საქმეზე ჩაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი დასრულდა 7 საქმე. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

 

„სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი პირველი საქმის განხილვა დასრულდა 2026 წლის 11 ივნისს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა.

რაც შეეხება, აღნიშნულ საქმეებზე გამოცხადებულ პირველ გადაწყვეტილებას, იგი გამოცხადდა 2026 წლის 12 ივნისს, ონის მაგისტრატი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ პირველი საქმე განიხილა დღეს და იგი მიემართებოდა ნინო წილოსანის მიმართ ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტს.

სამმართველოს მიზანია უზრუნველყოს საჯაროდ გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი, ასევე, სიძულვილის ენის შემცველი იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომლებიც შეიცავენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელება.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი საქმეების განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, შესაბამისად, მიმდინარე სამართალწარმოებისა და მისი შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება“, - აცხადებენ უწყებაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781529614

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6577 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ააა

1781528207

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე...

მიხეილ ყაველაშვილი

1781527405

სპორტი

ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

 მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ეგიდით, რუმინეთში, ქალაქ კოლდეაში 11-15 ივნისს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე ასპარეზობდა. მან ძალები გამოსცადა როგორც ვეტერან,...

ზვიად ხაჩიძე

1781525961

საზოგადოება

პრეზიდენტის სასახლეში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

 პრეზიდენტის სასახლეში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომლის დროსაც ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებ...

პრეზიდენტი

1781524172

საზოგადოება

კახა კალაძე სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტზე: ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით

 თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, რისთვისაც საქართველო მზად არის. „მივესალმე...

კახა კალაძე