პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს

პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროებს მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობისთვის ესტუმრა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები. სამიტზე ქვეყნის მეთაური შუა დერეფნის პოტენციალსა და საქართველოს როლზე, ასევე ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესსა და განვითარებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დელეგაციასთან ერთად აგრძელებს ვიზიტს აბუ-დაბიში, მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა შუა დერეფანი, მისი განვითარება, სატრანზიტო გზების განვითარება, ასევე, საუბარი იქნება მიმდინარე ანაკლიის პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე, იმ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რასაც სახელმწიფო დებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768250068

მსოფლიო

აიათოლა ალი ხამენეი: მასობრივი აქციები ხელისუფლების მხარდასაჭერად გაფრთხილებაა აშშ-ისთვის

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დადებითად შეაფასა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული პროსამთავრობო გამოსვლები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე ორკვირიანი საპროტესტო აქციების საპასუხოდ გაიმართა...

მასობრივი აქციები

1768248305

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: პრეზიდენტმა აჩვენა, რომ მას არ ეშინია სამხედრო ვარიანტის გამოყენების მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის - ეს ირანზე უკეთ არავინ იცის

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე აჩვენა, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია. ლევიტის თქმით, ტრამპი ყოველთვის ინარ...

კეროლაინ ლევიტი

1768244968

საზოგადოება

პაატა სალია: მემორანდუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გახსნილი გახდეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ინვესტორებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ამ სექტორის კიდევ უფრო განვითარებას

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის ციფრულ ტრანსფორმაციასა და ინვესტიციების მოზიდვ...

პაატა სალია

1768241097

საზოგადოება

მაჭავარიანი: ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული?!

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი 2022 წელს კაია კალასის და 2026 წელს ევროკომისიის პრესსპიკერის პაულა პინიოს განცხადებებს ეხმიანება, სადაც პირველ შემთხვევაში პუ...

ლევან მაჭავარიანი

1768239186

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებლის შეხვედრის ფარგლებში უძრავი ქონების სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ ამირა საჯვანის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს,...

ირაკლი კობახიძე